ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ფლანგური ცეცხლი)
(თავმოყრილი ცეცხლი)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ცეცხლი''' - [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] დროს მოწინააღმდეგის განადგურების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება; სხვადასხვა სახეობის [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] სროლა მიზნების დასაზიანებლად. ცეცხლის ეფექტიანობას აღწევენ მისი მაღალი სიზუსტით (სისხარტით), უეცარი გახსნით, უმნიშვნელოვანეს სამიზნეებზე მასირებით; ფართო მანევრით, მსროლელების ოსტატობისა და გონივრული მართვის მეშვეობით.
+
'''ცეცხლი''' - [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] დროს [[მოწინააღმდეგე (სამხედრო ტერმინი)|მოწინააღმდეგის]] განადგურების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება; სხვადასხვა სახეობის [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] [[სროლა (სამხედრო ტერმინი)|სროლა]] მიზნების დასაზიანებლად. ცეცხლის ეფექტიანობას აღწევენ მისი მაღალი სიზუსტით (სისხარტით), უეცარი გახსნით, უმნიშვნელოვანეს სამიზნეებზე მასირებით; ფართო მანევრით, მსროლელების ოსტატობისა და გონივრული მართვის მეშვეობით.
  
 
გამოყენებული იარაღის მიხედვით განასხვავებენ:
 
გამოყენებული იარაღის მიხედვით განასხვავებენ:
ხაზი 22: ხაზი 22:
 
====თავმოყრილი ცეცხლი====
 
====თავმოყრილი ცეცხლი====
 
1. საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც წარმოებს ერთდროულად რამდენიმე [[ბატარეა|ბატარეის]], [[დივიზიონი|დივიზიონის]] ან ხომალდის მიერ ერთ სამიზნისკენ, ან მიზნების ჯგუფისკენ. სახმელეთო [[არტილერია|არტილერიას]] დაენიშნება თავმოყრილი ცეცხლის მონაკვეთები; საზენიტო არტილერია თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებს მნიშვნელოვან საჰაერო მიზანზე რამდენიმე ქვედანაყოფის ძალებით  
 
1. საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც წარმოებს ერთდროულად რამდენიმე [[ბატარეა|ბატარეის]], [[დივიზიონი|დივიზიონის]] ან ხომალდის მიერ ერთ სამიზნისკენ, ან მიზნების ჯგუფისკენ. სახმელეთო [[არტილერია|არტილერიას]] დაენიშნება თავმოყრილი ცეცხლის მონაკვეთები; საზენიტო არტილერია თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებს მნიშვნელოვან საჰაერო მიზანზე რამდენიმე ქვედანაყოფის ძალებით  
ერთდროულად ან თანამიმდევრულად. სატანკო ოცეული, [[ასეული]] თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებენ პირდაპირი დამიზნებით;  
+
ერთდროულად ან თანამიმდევრულად. სატანკო [[ოცეული (სამხედრო)|ოცეული]], [[ასეული (სამხედრო)|ასეული]] თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებენ პირდაპირი დამიზნებით;  
  
 
2. სასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა - ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევით, ყუმბარსატყორცნით, ავტომატით, ერთ ან რამდენიმე ოცეულით (ასეულით) ერთ, ან რამდენიმე მიზანზე.
 
2. სასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა - ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევით, ყუმბარსატყორცნით, ავტომატით, ერთ ან რამდენიმე ოცეულით (ასეულით) ერთ, ან რამდენიმე მიზანზე.
ხაზი 55: ხაზი 55:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 10:11, 6 ივლისი 2018 მდგომარეობით

ცეცხლი - საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგის განადგურების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება; სხვადასხვა სახეობის იარაღის სროლა მიზნების დასაზიანებლად. ცეცხლის ეფექტიანობას აღწევენ მისი მაღალი სიზუსტით (სისხარტით), უეცარი გახსნით, უმნიშვნელოვანეს სამიზნეებზე მასირებით; ფართო მანევრით, მსროლელების ოსტატობისა და გონივრული მართვის მეშვეობით.

გამოყენებული იარაღის მიხედვით განასხვავებენ:

  • არტილერიის (ქვემეხები, ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არაუკუმგორავი ქვემეხები);
  • სარაკეტო კომპლექსების, ტანკების (ქვემეხები და ტყვიამფრქვევები);
  • ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანების (ქვემეხები, ტყვიამფრქვევები, ტანსკაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები), სასროლი იარაღის, ყუმბარსატყორცნების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, საზენიტო დანადგარების, საზენიტო არტილერიის, საზენიტო ტყვიამფრქვევების, ავიაციის (რაკეტები, ზარბაზნები, ტყვიამფრქვევები);
  • ხომალდების (ქვემეხები, სარაკეტო კომპლექსები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საზენიტო არტილერია და სხვა);
  • სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარების (ქვემეხები, სარაკეტო კომპლექსები) და სხვა სახეობის იარაღის ცეცხლს.

ცეცხლი შეიძლება წარმოებდეს იმ ამოცანით, რომ გაანადგუროს, დაანგრიოს, დააზიანოს მიზანი ან ძალა გამოაცალოს, კვამლით გაგუდოს, დააბრმავოს მოწინააღმდეგე; პირდაპირი დამიზნებით ან დახურული საცეცხლე პოზიციებიდან ცალკეული გასროლით, მარდი ან მეთოდური ცეცხლის ჯერით, ზალპით.

შეტევაში ცეცხლი წარმოებს ცეცხლით დაზიანების პერიოდების მიხედვით, თავდაცვაში იქმნება კომპლექსური ცეცხლით დაზიანების სისტემა, მათ შორის, ცეცხლის სისტემა.

სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები ცეცხლს უშენენ საზღვაო, სანაპირო და საჰაერო მიზნებს მოძრაობისას ან ღუზაზე (ნავსაბმელზე) დგომისას.

შეიძლება იყოს შემდეგი სახეობების:

სარჩევი

[რედაქტირება] ალმაცერი ცეცხლი

ალმაცერი ცეცხლი, (მოძველებული), წარმოებდა ფრონტისადმი დაახლოებით 450-ანი კუთხით მიმართული ქვემეხებიდან და სასროლი იარაღიდან, თანამედროვე პირობებში ასეთ ცეცხლს ფლანგური ეწოდება.

[რედაქტირება] თავმოყრილი ცეცხლი

1. საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც წარმოებს ერთდროულად რამდენიმე ბატარეის, დივიზიონის ან ხომალდის მიერ ერთ სამიზნისკენ, ან მიზნების ჯგუფისკენ. სახმელეთო არტილერიას დაენიშნება თავმოყრილი ცეცხლის მონაკვეთები; საზენიტო არტილერია თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებს მნიშვნელოვან საჰაერო მიზანზე რამდენიმე ქვედანაყოფის ძალებით ერთდროულად ან თანამიმდევრულად. სატანკო ოცეული, ასეული თავმოყრილ ცეცხლს აწარმოებენ პირდაპირი დამიზნებით;

2. სასროლი იარაღის ცეცხლის სახეობა - ერთდროულად რამდენიმე ტყვიამფრქვევით, ყუმბარსატყორცნით, ავტომატით, ერთ ან რამდენიმე ოცეულით (ასეულით) ერთ, ან რამდენიმე მიზანზე.

[რედაქტირება] მარდი ცეცხლი

მარდი ცეცხლი, წარმოებს ერთი ან რამდენიმე ქვემეხიდან; გასროლები ერთიმეორეს მიჰყვება მაქსიმალური ტემპით ცეცხლის რეჟიმის დაურღვევლად და არა გამიზვნის სიზუსტის საზიანოდ.

[რედაქტირება] მასირებული ცეცხლი

მასირებული ცეცხლი, საარტილერიო ცეცხლის სახეობა, რომელიც ერთდროულად წარმოებს საარტილერიო შენაერთის ყველა ან უმეტესი ძალებით უმოკლეს ვადაში მოწინააღმდეგის ობიექტის საიმედო დაზიანების მიზნით.

[რედაქტირება] მეთოდური ცეცხლი

მეთოდური ცეცხლი, ცეცხლი, რომლის დროსაც ერთი ბრძანებით ყოველი მომდევნო გასროლა ხდება დროის თანაბარი შუალედების შემდეგ.

[რედაქტირება] ფლანგური ცეცხლი

ფლანგური ცეცხლი, წარმოებს საცეცხლე საშუალებებით მიზნის (მოწინაამდეგის საბრძოლო წყობის) ფლანგში. წინათ ასეთი ცეცხლის დაშენას ფლანკირება ეწოდებოდა.

[რედაქტირება] ფრონტალური ცეცხლი

ფრონტალური ცეცხლი, წარმოებს საცეცხლე საშუალებებით მიზნის (მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობის) ფრონტის პერპენდიკულარულად.

[რედაქტირება] ხანჯლისებრი ცეცხლი

ხანჯლისებრი ცეცხლი, წარმოებს ტყვიამფრქვევებიდან, ცალკეული ქვემეხებიდან, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანებიდან ან ტანკებიდან; ცეცხლს უეცრად უშენენ მოწინააღმდეგეს ახლო მანძილებიდან ერთი მიმართულებით.

[რედაქტირება] შემაწუხებელი ცეცხლი

შემაწუხებელი ცეცხლი, წარმოებს ნელი ტემპით შეზღუდული რაოდენობის საცეცხლე საშუალებებით და საბრძოლო მასალით მოწინააღმდეგისათვის ქანცის გაცლის მიზნით; გასროლები ერთმანეთს მისდევს დროის არათანაბარი შუალედებით.

[რედაქტირება] ჯვარედინი ცეცხლი

ჯვარედინი ცეცხლი, წარმოებს ერთი მიზნისკენ სულ ცოტა ორი მიმართულებიდან. ცეცხლით გადაფარვა, ტაქტიკური ხერხი, როდესაც ერთი ქვედანაყოფი განლაგებულია ისე, რომ თვალყურს ადევნებს მოწინააღმდეგის განლაგებას. ამავე დროს ახორციელებს მეორე ქვედანაყოფის ცეცხლით მხარდაჭერას, რათა მოწინააღმდეგემ ვერ შეუშალოს ხელი მის წინსვლას.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები