ჯვარედინი ცეცხლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯვარედინი ცეცხლი - წარმოებს ერთი მიზნისკენ სულ ცოტა ორი მიმართულებიდან. ცეცხლით გადაფარვა, ტაქტიკური ხერხი, როდესაც ერთი ქვედანაყოფი განლაგებულია ისე, რომ თვალყურს ადევნებს მოწინააღმდეგის განლაგებას. ამავე დროს ახორციელებს მეორე ქვედანაყოფის ცეცხლით მხარდაჭერას, რათა მოწინააღმდეგემ ვერ შეუშალოს ხელი მის წინსვლას.