დავით VI ნარინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით VI ნარინი“ გადაიტანა გვერდზე „დავით ნარინი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით ნარინი“ გადაიტანა გვერდზე „დავით VI ნარინი“ გადამისამართ...)

21:36, 20 ივნისი 2024-ის ვერსია

დავით VI ნარინი − ერთიანი საქართველოს მეფე 1246-1259 წლებში. რუსუდან მეფის ძე. 1230 წელს რუსუდანმა დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, თავისი ვაჟი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1243 წელს, მონღოლებთან დაზავების შემდეგ დავითი ყაენთან გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად, სადაც მან რამდენიმე წელიწადი დაჰყო. მეფედ იგი მხოლოდ 1246 წელს დაამტკიცეს, რის შემდეგაც დავით გიორგის-ლაშას ძესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს, როგორც ასაკით უმცროსს ნარინი (უმცროსი) უწოდეს.

1259 წელს დავით ნარინი განუდგა მონღოლებს. ჰულაგუ ყაენმა აჯანყების ჩასახშობად ჯარი გამოუგზავნა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს, თავრიზს დაბრუნდნენ და ახალი ძალით კვლავ შემოუტიეს საქართველოს. ამჯერად, დავით ნარინმა გაცლა ამჯობინა და დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, სადაც მტერმა გადასვლა ვერ შეძლო. ამრიგად, ლიხთ იმერეთში მოწყდა აღმოსავლეთ საქართველოს.

დავით ნარინი მთელი თავისი მეფობის პერიოდში ცდილობდა კავშირი დაემყარებინა ილხანთა მოწინააღმდეგე ქვეყნებთან (ოქროს ურდო, ეგვიპტის სასულთნო), მან 1269 წელს შეიკედლა აბაღა ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული ბატონიშვილი თეგუდარი, მაგრამ როდესაც თეგუდარის ლაშქარმა ძარცვას მიჰყო ხელი, დავით ნარინი დათანხმდა აბაღა ყაენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას თეგუდარისათვის დახმარების შეწყვეტას. 1269 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადასულ თეგუდარ ბატონისვილს დავით მეფემ უკან დასაბრუნებელი გზები ჩაუკეტა, რის შემდეგაც აბარა ყაენმა თეგუდარი ხელში ჩაიგდო.

დაახლოებით ამავე პერიოდში დავით ნარინს განუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერის ძე. რომელმაც მონღოლ ბატონიშვილთან ღალღურთან ერთად. განიზრახა მეფის შეპყრობა, მაგრამ მტერმა ვერც ამჯერად მიაღწია თავის მიზანს.

დავით ნარინი ცდილობდა საქართველოს გავლენის შენარჩუნებას ტრაპიზონის სამეფოზე. 1282 წელს იგი ტრაპიზონის სამეფოში შეიჭრა. ქალაქ ტრაპიზონამდე მთელი ტერიტორია დაიკავა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.

დავით ნარინი 1293 წელს გარდაიცვალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები