რუსუდანი (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსუდანი − ერთიანი საქართველოს მეფე (1223-1245 წლებში. თამარის ასული. 1223 წელს იგი დაქორწინდა არზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძეზე მოღის ედ-დინზე.

1225 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ხვარაზმშაჰ მუჰამედის შვილმა ჯალალ ად დინმა. მან გარნისთან მომხდარ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დაამარცხა. აიღო დვინი, განძა და თბილისისაკენ დაიძრა. რუსუდან მეფე ქუთაისში გადავიდა და ქალაქის დაცვა ციხისთავს მიანდო. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ ად-დინმა, ქალაქის მაჰმადიან მცხოვრებთა ღალატის წყალობით თბილისი აიღო.

ამის შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვას შეუდგა. თავისი ჯარი ჯალალ ად-დინმა ორ ნაწილად გაყო და ანისისა და კარის ასაღებად გაგზავნა, მაგრამ მან თავის მიზანს ვერ მიაღწია. შემდეგ მტრმა საქართველოს ყმადნაფიც ხლათზე მიიტანა იერიში, მაგრამ ვერც ხლათის ხელში ჩაგდება მოახერხა. ჯალალ ად-ინის მარცხით ისარგებლეს ქართველებმა და 1227 წელს თბილისი დაიბრუნეს. ამის გამო ხვარაზმშაჰი კვლავ დაიძრა ქალაქისაკენ და ქართველებმა მისი დაცლა-გადაწვა ამჯობინეს.

საქართველოს მეთაურობით ამიერკავკასიის მუსლიმ გამგებლებისგან შეიქმნა კოალიციური ლაშქარი ჯალალ ად-დინი წინააღმდეგ, მაგრამ ლაშქარმა შეკრება ვერ მოასწრო და მტერმა 1227-1228 წწ, ბოლნისთან სასტიკად დაამარცხა ქართველები. ჯალალ ად-დინის თარეში საქართველოში ხუთ წელიწადს გაგრძელდა, რასაც ქვეყნის გგაპარტახება და უამრავი მოსახლეობის გაჟლეტა მოჰყვა.

1235 წლიდან დაიწყო მონღოლთა დაპყრობითი ბრძოლები. მათ დაიკავეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა, შამქორი და გარდაბანი. მეფე რუსუდანი კვლავ ქუთაისში გადავიდა და თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა. საქართველოს მთავარსარდლობამ მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველ დიდებულთა ნაწილმა (ავაგ ამირსპასალარი, შანშე მანდატურთუხუცესი, ვარლამ გაგელი) მტერთან ბრძოლას თავი აარიდა. ისინი ციხეებში ჩაიკეტნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას. მონღოლებმა მოკლე ხანში დაიკავეს ლორე, დმანისი, სამშვილდე. 1238-1239 წლებში მტერმა ანისი და კარიც აიღო

სამწუხაროდ, არც რუსუდან მეფის მიერ რომის პაპთან დახმარების თხოვნით გაგზავნილ წერილს (1240 ს.) გამოუღია შედეგი და 1243 წელს ქართველები იძულებული გახდნენ მონღოლებთან ზავი დაედოთ, რომლის თანახმად საქართველოს ეკისრებოდა ყოველწლიური ხარკი და მონღოლთა მოთხოვნით ჯარის გამოყვანა. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყანაში, მათი ჯარი იდგებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჯარი არ იქნებოდა შეყვანილი. ყაენი კი, თავის მხრივ, დავით რუსუდანის ძეს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდა.

1245 წელს, მონღოლთა ყაენმა მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნილი შვილის მოლოდინში, დასნეულებული რუსუდან მეფე გარდაიცვალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები