გელათის აკადემია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გელათის აკადემია '''გელათის აკადემია''' ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''გელათის აკადემია''' − შუა საუკუნეების ქართული სასულიერო სასწავლებელი.
 
'''გელათის აკადემია''' − შუა საუკუნეების ქართული სასულიერო სასწავლებელი.
  
„გელათის“ გარშემო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს განმარტებით, „გენათელია“ ბერძნული სიტყვაა და „შობისად გამოითარგმანება“ (სულხან-საბა 1991: 156). [[დავით ღამბაშიძე|დავით ღამბაშიძის]] მტკიცებით, მონასტრის ნამდვილი სახელი იყო „გაენათი, ანუ „გენათი“, რომელიც წარმომდგარა ბერძნული სიტყვის „გენაფლიაკონ“-ისაგან, რაც დაბადებას ნიშნავს (ღამბაშიძე 1888: 3). არის სხვა მოსაზრებაც, რომ „გელათი“, ქართული გვარსახელური ტოპონიმია და ის მონასტრის დაარსებამდეც არსებობდა. მისი თავდაპირველი ფორმიდან - „გელათი“, განვითარდა გენათი, გეენათი და გაენათი (მელიქიშვილი 2007: 10). „გენათი“ ამავდროულად ებრაულ ენაზე ნიშნავს ბაღის კარს, ანუ ძველი ქართულით - „სამოთხის კარს“ და იგი ეწოდებოდა [[იერუსალიმი]]ს ერთ-ერთ კარიბჭეს, რომელიც [[დავითი|დავით წინასწარმეტყველი]]ს სასახლეში შედიოდა (იქვე, 10). კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, „გელათი“ ამოსულს, მზის ამოსვლის სადარს“ უნდა ნიშნავდეს (კაკულია 1997: 97). მონასტრის სახელი „გელათი“ თუ „გაენათი“, შესაბამისად ახლის დაბადებას, ახლის ამობრწყინებას უნდა ნიშნავდეს. გელათის მშენებლობა 1106 წელს დაწყებულა. „დადიანთა ქრონიკის“ ცნობით: „წელს: ჩ რ ლ: (1130) [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] გელათი აღაშენა“.  
+
„[[გელათი]]ს“ გარშემო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს განმარტებით, „გენათელია“ ბერძნული სიტყვაა და „შობისად გამოითარგმანება“ (სულხან-საბა 1991: 156). [[დავით ღამბაშიძე|დავით ღამბაშიძის]] მტკიცებით, მონასტრის ნამდვილი სახელი იყო „გაენათი, ანუ „გენათი“, რომელიც წარმომდგარა ბერძნული სიტყვის „გენაფლიაკონ“-ისაგან, რაც დაბადებას ნიშნავს (ღამბაშიძე 1888: 3). არის სხვა მოსაზრებაც, რომ „გელათი“, ქართული გვარსახელური ტოპონიმია და ის მონასტრის დაარსებამდეც არსებობდა. მისი თავდაპირველი ფორმიდან - „გელათი“, განვითარდა გენათი, გეენათი და გაენათი (მელიქიშვილი 2007: 10). „გენათი“ ამავდროულად ებრაულ ენაზე ნიშნავს ბაღის კარს, ანუ ძველი ქართულით - „სამოთხის კარს“ და იგი ეწოდებოდა [[იერუსალიმი]]ს ერთ-ერთ კარიბჭეს, რომელიც [[დავით წინასწარმეტყველი]]ს სასახლეში შედიოდა (იქვე, 10). კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, „გელათი“ ამოსულს, მზის ამოსვლის სადარს“ უნდა ნიშნავდეს (კაკულია 1997: 97). მონასტრის სახელი „გელათი“ თუ „გაენათი“, შესაბამისად ახლის დაბადებას, ახლის ამობრწყინებას უნდა ნიშნავდეს. გელათის მშენებლობა 1106 წელს დაწყებულა. „დადიანთა ქრონიკის“ ცნობით: „წელს: ჩ რ ლ: (1130) [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] გელათი აღაშენა“.  
  
 
მეფე დავითმა მონასტრის მშენებლობის პარალელურად გელათში დააარსა სასწავლო ცენტრი - გელათის აკადემია. სასწავლებელში სამოღვაწეოდ მოიწვია ცნობილი სწავლული ადამიანები: „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთა, სადაითცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე და სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობაი; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა“ ([[ქართლის ცხოვრება]] 2008: 313).  
 
მეფე დავითმა მონასტრის მშენებლობის პარალელურად გელათში დააარსა სასწავლო ცენტრი - გელათის აკადემია. სასწავლებელში სამოღვაწეოდ მოიწვია ცნობილი სწავლული ადამიანები: „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთა, სადაითცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე და სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობაი; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა“ ([[ქართლის ცხოვრება]] 2008: 313).  
 
[[ფაილი:Ioane petriwi.PNG|thumb|მარცხნივ|150პქ|იოანე პეტრიწის ქანდაკება თბილისში]]
 
[[ფაილი:Ioane petriwi.PNG|thumb|მარცხნივ|150პქ|იოანე პეტრიწის ქანდაკება თბილისში]]
გელათის აკადემია დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებს შორის. წყაროებით ამ წლებისათვის საქართველოში სხვა აკადემიის არსებობა არ დასტურდება, ამდენად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გელათის აკადემია განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის ხანის საქართველოს პირველი აკადემიაა (ჩაკვეტაძე 1958: 17). აკადემიისთვის მონასტრის ტერიტორიაზე საერო სტილის ნაგებობა აუშენებიათ. გელათის უმაღლესი სკოლა-აკადემია იმდროინდელი უნივერსიტეტის ბადალი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც მაშინდელ სტანდარტებს შეესაბამებოდა, როგორც სავალდებულო საგნების სწავლებით, ისე ლექტორთა (მოძღვართა) მაღალი დონით. აქ [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწსა]] და [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელთან]] ერთად იყვნენ [[ეფრემ მცირე]], იოანე ტარიჭისძე, თეოფილე ხუცესმონაზონი, [[იეზეკიელი|იეზიკელი]] და სხვ. (მეტრეველი 2006: 34).  
+
გელათის აკადემია დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებს შორის. წყაროებით ამ წლებისათვის საქართველოში სხვა აკადემიის არსებობა არ დასტურდება, ამდენად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გელათის აკადემია განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის ხანის საქართველოს პირველი აკადემიაა (ჩაკვეტაძე 1958: 17). აკადემიისთვის მონასტრის ტერიტორიაზე საერო სტილის [[ნაგებობა]] აუშენებიათ. გელათის უმაღლესი სკოლა-აკადემია იმდროინდელი უნივერსიტეტის ბადალი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც მაშინდელ სტანდარტებს შეესაბამებოდა, როგორც სავალდებულო საგნების სწავლებით, ისე ლექტორთა (მოძღვართა) მაღალი დონით. აქ [[იოანე პეტრიწი|იოანე პეტრიწსა]] და [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელთან]] ერთად იყვნენ [[ეფრემ მცირე]], იოანე ტარიჭისძე, თეოფილე ხუცესმონაზონი, [[იეზეკიელი|იეზიკელი]] და სხვ. (მეტრეველი 2006: 34).  
 
[[ფაილი:Arswn iyaltoeli 1.JPG|thumb|130პქ|არსენ იყალთოელი]]
 
[[ფაილი:Arswn iyaltoeli 1.JPG|thumb|130პქ|არსენ იყალთოელი]]
გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, [[მუსიკა]], რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია და ასტრონომია ([[ყაუხჩიშვილი სიმონ|ყაუხჩიშვილი]] 1948: 15). აქ არსებობდა ობსერვატორიაც, საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე (ნიკოლეიშვილი 1982: 12). გელათის აკადემიას მოძღვართ-მოძღვარი ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი პატივით სარგებლობდა როგორც სასულიერო, ასევე სახელისუფლებო წრეებში. სამეფო კარზე მოძღვართმოძღვარს მეტი პატივი ჰქონდა, ვიდრე [[ქართლი]]სა და აფხაზეთის [[კათალიკოსი|კათალიკოსებს]]. მისი პატივი სწორი იყო ჭყონდიდელის პატივისა, მაგრამ ზოგჯერ ამასაც მეტობდა ([[თაყაიშვილი ექვთიმე|თაყაიშვილი]] 1929: 29).  
+
გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, [[მუსიკა]], [[რიტორიკა]], [[გრამატიკა]], ფილოსოფია და ასტრონომია ([[ყაუხჩიშვილი სიმონ|ყაუხჩიშვილი]] 1948: 15). აქ არსებობდა ობსერვატორიაც, საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე (ნიკოლეიშვილი 1982: 12). გელათის აკადემიას მოძღვართ-მოძღვარი ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი პატივით სარგებლობდა როგორც სასულიერო, ასევე სახელისუფლებო წრეებში. სამეფო კარზე მოძღვართმოძღვარს მეტი პატივი ჰქონდა, ვიდრე [[ქართლი]]სა და აფხაზეთის [[კათალიკოსი|კათალიკოსებს]]. მისი პატივი სწორი იყო ჭყონდიდელის პატივისა, მაგრამ ზოგჯერ ამასაც მეტობდა ([[თაყაიშვილი ექვთიმე|თაყაიშვილი]] 1929: 29).  
  
 
საქართველოს ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა წინაშე დაისვა ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის განმტკიცებისა და [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] კანონიკური საფუძვლების დაცვისა. საქართველოს ხელისუფალნი და ეკლესია ქართველ მოზარდთა ჯგუფებს [[ბიზანტია]]ში აგზავნიდნენ განათლების მისაღებად. მანგანის აკადემიაში მიიღეს სწავლაგანათლება იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. ყოველივე ამან შეამზადა ნიადაგი საქართველოში გელათისა (1106-1110) და [[იყალთოს აკადემია|იყალთოს სასულიერო აკადემიების]] დაარსებისათვის.
 
საქართველოს ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა წინაშე დაისვა ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის განმტკიცებისა და [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] კანონიკური საფუძვლების დაცვისა. საქართველოს ხელისუფალნი და ეკლესია ქართველ მოზარდთა ჯგუფებს [[ბიზანტია]]ში აგზავნიდნენ განათლების მისაღებად. მანგანის აკადემიაში მიიღეს სწავლაგანათლება იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. ყოველივე ამან შეამზადა ნიადაგი საქართველოში გელათისა (1106-1110) და [[იყალთოს აკადემია|იყალთოს სასულიერო აკადემიების]] დაარსებისათვის.
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ზვიად გამსახურდია: გელათის აკადემიის სულიერი იდეალები<br />
+
* ზვიად გამსახურდია: გელათის აკადემიის სულიერი იდეალები<br />  
იაკობაშვილი-ფირალიშვილი ლელა, ფირალიშვილი ზაზა: რელიგიები საქართველოში <br />
+
* იაკობაშვილი-ფირალიშვილი ლელა, ფირალიშვილი ზაზა: რელიგიები საქართველოში <br />  
ბესიკ გაფრინდაშვილი: რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები.  
+
* ბესიკ გაფრინდაშვილი: რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები.  
  
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს რელიგიურ-კულტურული ცენტრები]]
 +
[[კატეგორია:ძველი ქართული კულტურის კერები]]

მიმდინარე ცვლილება 02:17, 16 ივნისი 2024 მდგომარეობით

გელათის აკადემია

გელათის აკადემია − შუა საუკუნეების ქართული სასულიერო სასწავლებელი.

გელათის“ გარშემო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „გენათელია“ ბერძნული სიტყვაა და „შობისად გამოითარგმანება“ (სულხან-საბა 1991: 156). დავით ღამბაშიძის მტკიცებით, მონასტრის ნამდვილი სახელი იყო „გაენათი, ანუ „გენათი“, რომელიც წარმომდგარა ბერძნული სიტყვის „გენაფლიაკონ“-ისაგან, რაც დაბადებას ნიშნავს (ღამბაშიძე 1888: 3). არის სხვა მოსაზრებაც, რომ „გელათი“, ქართული გვარსახელური ტოპონიმია და ის მონასტრის დაარსებამდეც არსებობდა. მისი თავდაპირველი ფორმიდან - „გელათი“, განვითარდა გენათი, გეენათი და გაენათი (მელიქიშვილი 2007: 10). „გენათი“ ამავდროულად ებრაულ ენაზე ნიშნავს ბაღის კარს, ანუ ძველი ქართულით - „სამოთხის კარს“ და იგი ეწოდებოდა იერუსალიმის ერთ-ერთ კარიბჭეს, რომელიც დავით წინასწარმეტყველის სასახლეში შედიოდა (იქვე, 10). კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, „გელათი“ ამოსულს, მზის ამოსვლის სადარს“ უნდა ნიშნავდეს (კაკულია 1997: 97). მონასტრის სახელი „გელათი“ თუ „გაენათი“, შესაბამისად ახლის დაბადებას, ახლის ამობრწყინებას უნდა ნიშნავდეს. გელათის მშენებლობა 1106 წელს დაწყებულა. „დადიანთა ქრონიკის“ ცნობით: „წელს: ჩ რ ლ: (1130) დავით აღმაშენებელმა გელათი აღაშენა“.

მეფე დავითმა მონასტრის მშენებლობის პარალელურად გელათში დააარსა სასწავლო ცენტრი - გელათის აკადემია. სასწავლებელში სამოღვაწეოდ მოიწვია ცნობილი სწავლული ადამიანები: „შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთა, სადაითცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე და სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობაი; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა“ (ქართლის ცხოვრება 2008: 313).

იოანე პეტრიწის ქანდაკება თბილისში

გელათის აკადემია დაარსებული უნდა იყოს 1106-1110 წლებს შორის. წყაროებით ამ წლებისათვის საქართველოში სხვა აკადემიის არსებობა არ დასტურდება, ამდენად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გელათის აკადემია განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის ხანის საქართველოს პირველი აკადემიაა (ჩაკვეტაძე 1958: 17). აკადემიისთვის მონასტრის ტერიტორიაზე საერო სტილის ნაგებობა აუშენებიათ. გელათის უმაღლესი სკოლა-აკადემია იმდროინდელი უნივერსიტეტის ბადალი სასწავლო დაწესებულება იყო, რომელიც მაშინდელ სტანდარტებს შეესაბამებოდა, როგორც სავალდებულო საგნების სწავლებით, ისე ლექტორთა (მოძღვართა) მაღალი დონით. აქ იოანე პეტრიწსა და არსენ იყალთოელთან ერთად იყვნენ ეფრემ მცირე, იოანე ტარიჭისძე, თეოფილე ხუცესმონაზონი, იეზიკელი და სხვ. (მეტრეველი 2006: 34).

არსენ იყალთოელი

გელათის აკადემიაში ისწავლებოდა შვიდი დისციპლინა: გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია და ასტრონომია (ყაუხჩიშვილი 1948: 15). აქ არსებობდა ობსერვატორიაც, საიდანაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე (ნიკოლეიშვილი 1982: 12). გელათის აკადემიას მოძღვართ-მოძღვარი ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდი პატივით სარგებლობდა როგორც სასულიერო, ასევე სახელისუფლებო წრეებში. სამეფო კარზე მოძღვართმოძღვარს მეტი პატივი ჰქონდა, ვიდრე ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსებს. მისი პატივი სწორი იყო ჭყონდიდელის პატივისა, მაგრამ ზოგჯერ ამასაც მეტობდა (თაყაიშვილი 1929: 29).

საქართველოს ეკლესიის გაძლიერებასთან ერთად ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა წინაშე დაისვა ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის განმტკიცებისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკური საფუძვლების დაცვისა. საქართველოს ხელისუფალნი და ეკლესია ქართველ მოზარდთა ჯგუფებს ბიზანტიაში აგზავნიდნენ განათლების მისაღებად. მანგანის აკადემიაში მიიღეს სწავლაგანათლება იოანე პეტრიწმა და არსენ იყალთოელმა. ყოველივე ამან შეამზადა ნიადაგი საქართველოში გელათისა (1106-1110) და იყალთოს სასულიერო აკადემიების დაარსებისათვის.

გელათის აკადემიას ქართულ წყაროებში „მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა“ ეწოდება. აკადემიის სასწავლო დისციპლინები, სწავლების დონე და პედაგოგები (იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი) სავსებით შეეფერებოდა მაშინდელი ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს.

პირველი სამეცნიერო კვლევა გელათის მონასტერს 1888 წელს მიუძღვნა დ. ღამბაშიძემ („გენათის მონასტერი”). 1909 წელს იოანე პეტრიწისადმი მიძღვნილ გამოკვლევაში (Иоан Петрицский, грузинский неоплатоник XI-XII в.в., 1909) ნ. მარი მიანიშნებდა გელათის სასწავლო ცენტრზე. ივ. ჯავახიშვილმა კი 1913 წელს, „ქართველი ერის ისტორიის“ I წიგნში, პეტრიწისა და მის მიერ დაწერილ „საფილოსოფიო თხზულებების“ შესახებ საუბრისას განიხილა „დავით აღმაშენებლის მიერ აგებული გელათის მონასტრის“ საკითხი. კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ, რაც წმიდა ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილმა) აღმოაჩინა „ხელმწიფის კარის გარიგება”, რომელიც მას მაშინვე გადაუცია ისტორიკოს-მკვლევართათვის (კობაძე 2013: 556). შესწავლის შემდეგ, ხსენებული წყარო პირველაღმომჩენს დაუბრუნდა და სწორედ, მანვე შენიშნა ტექსტში გელათის აკადემიის თემა. წყაროში მოტანილი კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, წმიდა ექვთიმემ პირველმა, არგუმენტირებულად და დაბეჯითებით განაცხადა გელათის უმაღლესი სკოლის არსებობის შესახებ. მეცნიერმა დაასკვნა, რომ გელათში არსებობდა უმაღლესი სკოლა, რომლის რექტორს – „მასწავლებელთა-მასწავლებელს,“ „მეცნიერთა-მეცნიერს“ ჰყავდა მოწაფეები და იყო მონასტრის ეპისკოპოსი – უმაღლესი სასწავლებელის მოძღუართ-მოძღუარის ხარისხით (თაყაიშვილი 1920: XXIX–XXXIV). „ხელმწიფის კარის განრიგების“ მიხედვით გელათის აკადემიად წოდებული უმაღლესი სკოლის შესახებ წმიდა ექვთიმეს მიერ წამოწყებული მსჯელობა შემდგომში განავრცო ივ. ჯავახიშვილმა და დაადასტურა, რომ აქ უნდა ყოფილიყო უმაღლესი სასწავლებელი – აკადემია (ჯავახიშვილი, 1953, 148). მოგვიანებით, საფრანგეთში ემიგრანტობის პერიოდში, წმიდა ექვთიმემ გელათთან მიმართებაში გამოიყენა ტერმინი – „ინტელექტუალური ქალაქი“, გელათის მონასტრის მიმოხილვისას კ. კეკელიძემ უმაღლესი სასწავლებელთან დაკავშირებით დაასკვნა, რომ აქაურ „სისტემატიურ სპეციალურ სასწავლებელში იგივე სული და ტრადიციები ტრიალებდა, რაც თანადროული ბიზანტიის უმაღლეს სკოლებში“ (კეკელიძე 1951: 69–70). ბ. ლომინაძემ საუბრობს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის მიერ დაარსებულ „გელათის სახელგანთქმულ მონასტერზე“ და „პეტრიწონის მოდელით“ შექმნილ აკადემიაზე; „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით „აღადგენს გელათის აკადემიის საშინაო ცხოვრებას,“ საუბრობს აკადემიის ავტონომიაზე და მიიჩნევს, რომ გელათის აკადემია „იფარავდა საქართველოს მორალური და სულიერი შარავანდედით და თავის ნაყოფიერ საქმიანობას XVII ს-ის ბოლომდე აგრძელებდა.“

ზვიად გამსახურდიას აზრით, გელათი იყო ისეთი რელიგიური ცენტრი, ისეთი დონის სასულიერო ცენტრი, როგორც იერუსალიმია ქრისტიანული კულტურის თვალსაზრისით და მეორე მხრივ ანტიური ელინური სიბრძნის ისეთი უდიდესი კერა, როგორიც იყო ათინა, ათენი – საბერძნეთის დედაქალაქი. გელათის აკადემიაში გაერთიანდა მთელი ანტიკური სიბრძნე. გელათის ბრძენი მასწავლებლები ქალდეურ, ეგვიპტურ, ბერძნულ სიბრძნეებს ორგანულად უთავსებდნენ ქრისტიანობას.


[რედაქტირება] წყარო

  • ზვიად გამსახურდია: გელათის აკადემიის სულიერი იდეალები
  • იაკობაშვილი-ფირალიშვილი ლელა, ფირალიშვილი ზაზა: რელიგიები საქართველოში
  • ბესიკ გაფრინდაშვილი: რაჭა-იმერეთის საეპისკოპოსოები.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები