იეზეკიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იეზეკიელი – XI-XII საუკუნეების ზღვარზე მოღვაწე მწერალი, სასულიერო პოეტი, ფიქრობენ, რომ ბერი იყო. ანტონ I „წყობილსიტყვაობაში” (XVIII ს.) მას „საკვირველ პიიტიკოსს, ღმრთისმეტყუელ-რიტორს, ჭეშმარიტ ფილოსოფოსს” , იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის „თანასწორად” მიიჩნევს. მას თვლიან იოანე პეტრიწის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი სამი იამბიკო, აქედან ორი აკროსტიქულია.
- მესამე იამბიკო (წმიდა სვიმეონს)
- ნათელსა შორის უღამოსა მბრწყინავმან
- დაუვალისა მზისა ელვარებითა
- უმიმწუხრო, მართალთა საშვებელსა თან,
- შვებულება მითხოვე უფლის, სვიმეონ,
- მოსავსა შენსა მრწემსა იეზეკიელს
- და აწისაცა ღელვიანისა ზღვისა
- შფოთთა მშვიდობით ღირს მყავ განწიაღებად.