თრიალეთის ქედი
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
აგებულია ძირითადად პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, [[ტუფი|ტუფები]], ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული [[კირქვა|კირქვებით]], პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]]. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. | აგებულია ძირითადად პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, [[ტუფი|ტუფები]], ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული [[კირქვა|კირქვებით]], პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]]. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები. | ||
− | თრიალეთის ქედის მთავარი განშტოებებია: დასავლეთ ნაწილში – [[გვირგვინა]], საბადური, ჭობარეთი; აღმოსავლეთ ნაწილში – საწკეპელა, დიდგორი, თელეთი. თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების (არჯევანი, საყველო, [[კოდიანი]], ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, [[კენჭიყარა]] და სხვ.) სიმაღლე 2300–2800 მ აღწევს. | + | თრიალეთის ქედის მთავარი განშტოებებია: დასავლეთ ნაწილში – [[გვირგვინა]], საბადური, ჭობარეთი; აღმოსავლეთ ნაწილში – საწკეპელა, დიდგორი, თელეთი. თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების (არჯევანი, საყველო, [[კოდიანი]], ოშორა, [[ორთათავი]], ქვაჯვარი, [[კენჭიყარა]] და სხვ.) სიმაღლე 2300–2800 მ აღწევს. |
თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო (2454 მ). რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკ. წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვ. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200–1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი – ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200–1300 მ-იდან 2000–2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. (შ. ცხოვრებაშვილი) | თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო (2454 მ). რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკ. წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვ. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200–1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი – ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200–1300 მ-იდან 2000–2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. (შ. ცხოვრებაშვილი) | ||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ქედები საქართველოში]] | [[კატეგორია:ქედები საქართველოში]] | ||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
[[კატეგორია:ქედები თბილისის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:ქედები თბილისის მუნიციპალიტეტში]] |
მიმდინარე ცვლილება 23:01, 12 მაისი 2024 მდგომარეობით
თრიალეთის ქედი – ქედი საქართველოში, მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, თეთრი წყაროს, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ თბილისის ფარგლებში. უმაღლესი მწვერვალია შავიკლდე (ყარაყაია – 2850 მ). მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე 180 კმ. სიგანე 20–32 კმ.
აგებულია ძირითადად პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები.
თრიალეთის ქედის მთავარი განშტოებებია: დასავლეთ ნაწილში – გვირგვინა, საბადური, ჭობარეთი; აღმოსავლეთ ნაწილში – საწკეპელა, დიდგორი, თელეთი. თრიალეთის ქედის უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვ.) სიმაღლე 2300–2800 მ აღწევს.
თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო (2454 მ). რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკ. წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვ. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-იდან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200–1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი – ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200–1300 მ-იდან 2000–2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარ-მუქწიწვოვანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. (შ. ცხოვრებაშვილი)
[რედაქტირება] წყარო
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- ქართული ენციკლოპედია