ახალციხის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Axalcixis municipaliteti.PNG

ახალციხის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში.

1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიაში, 1917-30 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს ახალციხის მაზრის სახელწოდებითაა ცნობილი, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოეყო დღევანდელ საზღვრებში.

რაიონში შედის 2 ქალაქი (ახალციხე, ვალე), 14 სოფლის საკრებულო, 47 სოფელი – სოფლის მოსახლეობა 22 651 – მოსახლეობის 60% ქართველია, 39% – სომეხი და 1% – სხვადასხვა ეროვნებები (რუსები, ბერძნები, ოსები).

სარჩევი

გეოგრაფიული მდებარეობა

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება ხარაგაულის და ბაღდათის, აღმოსავლეთით ბორჯომის და ასპინძის, ხოლო დასავლეთით – ადიგენის მუნიციპალიტეტები, რეგიონის სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ქალაქი ახალციხე მთელი სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრია. გაშენებულია მდ. ფოცხოვის ორივე ნაპირზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გადის სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. მანძილი:

  • თბილისიდან ახალციხემდე ბორჯომის გავლით – 210 კმ
  • ბათუმიდან ახალციხემდე გოდერძის უღელტეხილის გავლით – 168 კმ
  • სომხეთის საზღვრიდან (ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი) ახალციხემდე – 89 კმ
  • თურქეთის საზღვრიდან (ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი) ახალციხემდე – 18 კმ

ბუნებრივი პირობები

ახალციხის მუნიციპალიტეტი ქვაბულში მდებარეობს, რის გამოც შემოჭრილი ჰაერის მასების ეფექტი შესუსტებულია, ნალექი უმნიშვნელოა და ჰავა მშრალი. დღე-ღამის განმავლობაში არ შეიმჩნევა ტემპერატურის დიდი მერყეობა. საშუალო წლიური ტემპერატურაა +9.20C. საშუალო ტემპერატურა ნულს ქვემოთ მხოლოდ ზამთრის თვეებშია. ზაფხულში საშუალო თვიური ტემპერატურაა +190C.

ტერიტორია 1010 კვ.კმ-ია, აქედან 40% სასოფლო-სამეურნეო სავარგულია.

მუნიციპალიტეტში მიედინება მტკვარი, რომლის მთავარი შენაკადებია მდინარეები ფოცხოვი და ურაველი.

ღირშესანიშნაობები

მუნიციპალიტეტში მრავალი საინტერესო ძეგლია, რომელთაგან, განსაკუთრებით აღსანიშნავია: საფარის მონასტერი, ენთელის ქვაკაცი (მეგალითური ძეგლი) და აგარის სამონასტრო კომპლექსი, ბაიების კლდეში ნაკვეთი ციხე, აწყურის ციხე, ახალციხის რაბათი (სიტყვა რაბათი არაბული წარმოშობისაა, რომელშიც იგულისხმება ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გამაგრებული გეოგრაფიული პუნქტი სამოქალაქო მოსახლეობით). რაბათი ქალაქის ისტორიული ცენტრია, სადაც განთავსებულია ეროვნული მუზეუმი. საინტერესო აგრეთვესხვა ძეგლებიც: ბიეთის ტაძრის ნანგრევები, ორცეფის ციხე, თისელის ეკლესია და ციხე-სიმაგრე, ხეოთის ეკლესია, წყორძის ეკლესია, ღრომის წმ. თევდორეს ეკლესია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები