სახელმწიფო საზღვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახელმწიფო საზღვარი − ხაზი და ამ ხაზზე გამავალი ზედაპირი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ტერიტორიის − ხმელეთის, წყლის, წიაღის, საჰაერო სივრცის ფარგლებს; სახელმწიფო სუვერენიტეტის სივრცობრივი ზღვარი.
სახელმწიფო საზღვარი წესდება მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ზღვაზე – ზღვისპირა სახელმწიფოების შინაგანი საკანონმდებლო აქტებით. სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული გამიჯვნა ხორციელდება ეტაპობრივად. სახელმწიფო საზღვარის ხაზზე აყენებენ სასაზღვრო ნიშნებს. სახელმწიფო საზღვარს იცავენ სასაზღვრო ფორმირებები.