კენჭიყარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კენჭიყარა, (კენჭაყარა) – მთა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2348.8 მ სიმაღლეზე. მიდამოები უტყეოა. აგებულია კაინოზოური თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.