კვიცარიძე პოლიევქტოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Kvicaridze.png|thumb|140პქ|პოლიევქტოს კვიცარიძე]]
 
 
'''კვიცარიძე პოლიევქტოს, (პოლიო) ''' – (1849-1904), ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.  
 
'''კვიცარიძე პოლიევქტოს, (პოლიო) ''' – (1849-1904), ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.  
  

00:34, 25 იანვარი 2024-ის ვერსია

კვიცარიძე პოლიევქტოს, (პოლიო) – (1849-1904), ლიტერატორი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1902-იდან მასწავლებლობდა ქუთაისში, იყო „წიგნების გამავრცელებელი ქუთათური ამხანაგობის“ დამაარსებელი და მისი სარედაქციო კომისიის მუდმივი წევრი. მონაწილეობდა კრებულ „ცდის“ გამოცემაში, ამ კრებულშივე აქვეყნებდა ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს, მოთხრობებს, ლექსებს. თანამშრომლობდა აგრეთვე „დროებაში“, „ივერიაში“, „თეატრში“, „ნობათში“. იღვწოდა ქართული ენის სწავლების გასაუმჯობესებლად. კვიცარიძეს ეკუთვნის პრაქტიკული დანიშნულების გრამატიკული ნაშრომი – „ქართული სწორმეტყველება. სასინჯი სახელმძღვანელო“ (1888).

კვიცარიძის გრამატიკა გათვალისწინებულია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – სიტყვათა წარმოება, ანუ ეტიმოლოგია – განიხილავს სიტყვებს, „გვიჩვენებს, თუ რომელი სიტყვა როგორ და საიდან წარმოშობილა, რა ფორმაზე დგას და რადარანაირი ცვლილება შეუძლია მიიღოს სხვადასხვა შემთხვევაში აზრისა და ცნების შესაბამისად“. გრამატიკის მეორე ნაწილი კი – სინტაქსი – განიხილავს სიტყვების ერთმანეთთან გადაბმისადა შეთანხმების წესებს. წიგნში მხოლოდ პირველი ნაწილია წარმოდგენილი. მასში განხილულია შემდეგი საკითხები:
1. ქართული ენის ბგერითი შედგენილობა;
2. სიტყვათა ცვლილება – ბრუნვა და. უღლება;
3. სიტყვათა წარმოება;
4. ლექსიკის ზოგი საკითხი;
5. მართლწერა და მართლმეტყველება;
6. ქართულ-სვანურ-მეგრულის ურთიერთობის ზოგი საკითხი.

გრამატიკულ ცნებათა განსაზღვრისას კვიცარიძე ლოგიცისტურ-ფსიქოლოგიურ თვალსაზრისზე დგას. იგი თვლის, რომ საგანზე (გრძნობის საშუალებით მიღებულზე ან გონებით წარმოდგენილზე) გვაქვს „ცნება“ ან „წარმოდგენილება“, რომლის გამოსახატავად („გარეგნათ გამოსათქმელად“) საუკეთესო საშუალება არის სიტყვა. რამდენიმე ცნების ერთად გამოყენება არის მსჯელობა, მსჯელობის გარეგანი სამოსელი კი – წინადადება. წინადადებებში არის სიტყვა, რომლითაც აღინიშნება ლაპარაკის მიზეზი (ქვემდებარე) და სიტყვა, რომელიც „შეგვასმენს, თუ რა ვითარება მიეკუთვნა ან ჩამოერთვა საგანს“ (შემასმენელი). წინადადებაში მესამე სიტყვაცაა – მათი დამაკავშირებელი, ანუ მაერთი.

„სწორმეტყველებაში“ დასმულ საკითხებზე მსჯელობისას ავტორი უხვად იყენებს როგორც სალიტერატურო ენის, ასევე დიალექტების მასალას და აკეთებს საყურადღებო დასკვნებს ანბანის, სალიტერატურო ენისა და დიალექტურ („ადგილობით“, „სათემო“) ფორმათა ურთიერთობის შესახებ და სხვ. მაგ., კვიცარიძის აზრით, ქართული, მეგრული და სვანური ენები ერთმანეთს დაშორდნენ ფონეტიკური ცვლილებების ნიადაგზე. მათ ნათესაობას ამტკიცებს „სიტყვების ფესვები და მრავალი უსაჭიროეს სიტყვების ერთი და იგივეობა“.

მ. შინჯიაშვილი


ლიტერატურა

ქართული მწერლობა. ლექსიკონი-ცნობარი, წგ. I, თბ., 1984.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები