მინოსური კულტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(2 მომხმარებლების 13 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:

[[ფაილი:Mokrive bichebi.jpg|thumb|'''მოკრივე ბიჭები'''
თერა. ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ათენის ნაციონალური მუზეუმი]]

[[ფაილი:Mokrive bichebi.jpg|thumb|'''მოკრივე ბიჭები'''
თერა. ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ათენის ნაციონალური მუზეუმი]]

[[ფაილი:Princi shroshanis gvirgvinit.jpg|thumb|left|'''პრინცი შროშანის გვირგვინით'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1550 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

[[ფაილი:Princi shroshanis gvirgvinit.jpg|thumb|left|'''პრინცი შროშანის გვირგვინით'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1550 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]
[[ფაილი:Cisferi qalebi.jpg|thumb|'''ცისფერი ქალები'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

[[ფაილი:Parizeli qali.jpg|thumb|'''პარიზელი ქალი'''
კნოსოსის კედლის [[მოხატულობა]] (ძვ. წ. 1450 წ.), ფერაკლიონის მუზეუმი]]

'''მინოსური კულტურა''' – ძველი ბერძნები [[მითები|მითებსა]] და [[ლეგენდა|ლეგენდებში]], რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ [[ჰომეროსი]] იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე [[მინოსი]], რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი [[დედალოსი]]. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და [[ლაბირინთი]]ს აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას.

'''მინოსური კულტურა''' – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული

[[ფაილი:Akrobatebi.jpg|thumb|left|280px|'''აკრობატები'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]] ისტორიოგრაფოსთა ცოდნა კრეტაზე მაღალგანვითარებული კულტურის არსებობის თაობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ გადმოცემებს ეფუძნებოდა. მხოლოდ XV საუკუნიდან დაინტერესდნენ მოგზაურები ამ კუნძულით, მისი გასაოცარი ბუნებით, რომლის წიაღშიც [[ზევსი]]ს მღვიმე ან საიდუმლო [[ლაბირინთი]] ეგულებოდათ.
კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე

[[მინოსი]], რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი [[დედალოსი]]. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ

კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას.

[[ფაილი:Akrobatebi.jpg|thumb|left|280px|'''აკრობატები'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

ისტორიოგრაფოსთა ცოდნა კრეტაზე მაღალგანვითარებული კულტურის არსებობის თაობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ გადმოცემებს ეფუძნებოდა. მხოლოდ XV საუკუნიდან დაინტერესდნენ მოგზაურები ამ კუნძულით, მისი გასაოცარი ბუნებით, რომლის წიაღშიც [[ზევსი]]ს მღვიმე ან საიდუმლო ლაბირინთი ეგულებოდათ.

[[ფაილი:Parizeli qali.jpg|thumb|left|'''პარიზელი ქალი'''
კნოსოსის კედლის მოხატულობა (ძვ. წ. 1450 წ.), ფერაკლიონის მუზეუმი]]

[[ფაილი:Qali gvelebit.jpg|thumb|'''ქალღმერთი ან ქურუმი ქალი გველებით'''
კნოსოსი (ძვ. წ. 1600 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

[[ფაილი:Qali gvelebit.jpg|thumb|'''ქალღმერთი ან ქურუმი ქალი გველებით'''
კნოსოსი (ძვ. წ. 1600 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

[[ფაილი:Cisferi qalebi.jpg|thumb|left|250px|'''ცისფერი ქალები'''
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი]]

XIX საუკუნის ბოლოს [[ტროა]]სა და მიკენში ჰაინრიხ შლიმანის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციის შემდეგ, საბერძნეთის წარსული მეცნიერთათვის

XIX საუკუნის ბოლოს [[ტროა]]სა და მიკენში ჰაინრიხ შლიმანის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციის შემდეგ, [[საბერძნეთი]]ს წარსული მეცნიერთათვის მანამდე უცნობი, ჰომეროსამდელი ეპოქის აღმოჩენით შეივსო. ეს ეპოქა მთელ ათასწლეულს მოიცავდა. 1900 წლიდან კი კუნძულ კრეტაზე [[არქეოლოგიური გათხრები]] დაიწყო ინგლისელმა სწავლულმა არტურ ევანსმა. მისი თავდაუზოგავი ძალისხმევით სულ მალე მსოფლიომ დიდებული საჩუქარი მიიღო: აღმოჩნდა, რომ კრეტაზე არსებულა საოცრად მაღალი დონის კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული ხასიათით გამოირჩეოდა იმდროინდელი სამყაროს დანარჩენ კულტურათაგან. მას მინოსური კულტურა უწოდეს ლეგენდარული მეფის, მინოსის, სახელის მიხედვით.
მანამდე უცნობი, ჰომეროსამდელი ეპოქის აღმოჩენით შეივსო. ეს ეპოქა მთელ ათასწლეულს მოიცავდა. 1900 წლიდან კი კუნძულ კრეტაზე არქეოლოგიური

გათხრები დაიწყო ინგლისელმა სწავლულმა არტურ ევანსმა. მისი თავდაუზოგავი ძალისხმევით სულ მალე მსოფლიომ დიდებული საჩუქარი მიიღო: აღმოჩნდა, რომ კრეტაზე არსებულა საოცრად მაღალი დონის კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული ხასიათით გამოირჩეოდა

იმდროინდელი სამყაროს დანარჩენ კულტურათაგან. მას მინოსური კულტურა უწოდეს ლეგენდარული მეფის, მინოსის, სახელის მიხედვით.

როგორც გამოკვლევებმა ცხადყვეს, თავისი განვითარების მწვერვალს ამ კულტურამ ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია, მაშინ როდესაც კრეტას თავისი საზღვაო

როგორც გამოკვლევებმა ცხადყვეს, თავისი განვითარების მწვერვალს ამ კულტურამ ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია, მაშინ როდესაც კრეტას თავისი საზღვაო ძლიერების აღმავლობის ხანა ედგა. სწორედ მაშინ აუშენებიათ იქ ბრწყინვალე სასახლეები, რომელთაგანაც თავისი დიდებულებით გამოირჩეოდა კნოსოსის სასახლე. იგი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრი.
ძლიერების აღმავლობის ხანა ედგა. სწორედ მაშინ აუშენებიათ იქ ბრწყინვალე სასახლეები, რომელთაგანაც თავისი დიდებულებით გამოირჩეოდა კნოსოსის

სასახლე. იგი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრი. სწორედ იმხანად განუცდია

თავისი აღმავლობა ხელოვნებას, განსაკუთრებით ფრესკულ მხატვრობასა და კერამიკას. ლარნაკთა მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებს ბადალი არ ჰყავდათ. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტის დიდი ოსტატობით შეხამებამ ხელოვნებაში ახალი სტილის დაფუძნებას დაუდო სათავე. მას კამარესის

სტილი უწოდეს ამ ტიპის ქმნილების პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კრეტაზე მინოსური

დამწერლობის ფაქტებიც. მათ შორის ყველაზე ადრეული ე.წ. იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობაა, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, უკვე ძვ.წ.

III ათასწლეულში გამოიყენებოდა. მისი განვითარების შედეგად წარმოიშვა მინოსური A-ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც, მართალია, არ არის გაშიფრული, მაგრამ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, იგი კავკასიური ტიპის ენად იქნეს მიჩნეული. კუნძულ კრეტაზევე

შეიქმნა პირველი ბერძნული დამწერლობა, რომელსაც B-ხაზოვანი უწოდეს და რომლის გაშიფვრაც მეცნიერების ისტორიაში მოვლენად იქცა. ამავე კუნძულზეა

ნაპოვნი აგრეთვე ე.წ. ფესტოსის დისკო.

სწორედ იმხანად განუცდია თავისი აღმავლობა ხელოვნებას, განსაკუთრებით ფრესკულ მხატვრობასა და [[კერამიკა]]ს. [[ლარნაკი|ლარნაკთა]] მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებს [[ბადალი]] არ ჰყავდათ. მცენარეული და [[გეომეტრიული ორნამენტი]]ს დიდი ოსტატობით შეხამებამ ხელოვნებაში ახალი სტილის დაფუძნებას დაუდო სათავე. მას კამარესის სტილი უწოდეს ამ ტიპის ქმნილების პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კრეტაზე მინოსური [[დამწერლობა|დამწერლობის]] ფაქტებიც. მათ შორის ყველაზე ადრეული ე.წ. იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობაა, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, უკვე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოიყენებოდა. მისი განვითარების შედეგად წარმოიშვა მინოსური A-ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც, მართალია, არ არის გაშიფრული, მაგრამ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, იგი კავკასიური ტიპის [[ენა (მეტყველება)|ენა]]დ იქნეს მიჩნეული. კუნძულ კრეტაზევე შეიქმნა პირველი ბერძნული დამწერლობა, რომელსაც B-ხაზოვანი უწოდეს და რომლის გაშიფვრაც მეცნიერების ისტორიაში მოვლენად იქცა. ამავე კუნძულზეა ნაპოვნი აგრეთვე ე.წ. ფესტოსის დისკო.

ორ ქალაქში, ფესტოსსა და კნოსოსში, აღმოჩენილია ამფითეატრის ტიპის ნაგებობანი, რომლებიც ევროპის კონტინენტის პირველ თეატრებს წარმოადგენენ.

ორ ქალაქში, ფესტოსსა და კნოსოსში, აღმოჩენილია [[ამფითეატრი]]ს ტიპის [[ნაგებობა|ნაგებობანი]], რომლებიც [[ევროპა|ევროპის]] კონტინენტის პირველ [[თეატრი|თეატრებს]] წარმოადგენენ.

ამ და სხვა მონაპოვრებთან ერთად მეცნიერები მიუთითებენ მინოსური კულტურის უმნიშვნელოვანეს თავისებურებაზე, რითაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდა

ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ცივილიზაციებისაგან (მიკენის, ეგვიპტის, წინა აზიის): აქ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობის სუფევა იყო. ამასთანავე კრეტას დიდი სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი კულტურული აღმავლობისთვისაც. მინოსურ ხელოვნებაში უხვად დაიძებნება სხვა კულტურათა გავლენის კვალი, რაც სულ არ უშლიდა ხელს საკუთარი გარემომცველი

სამყაროს სილამაზით შთაგონებულ კრეტელ ხელოვანთ ყოფილიყვნენ თვითმყოფადნი და განუმეორებელნი.

ამ და სხვა მონაპოვრებთან ერთად მეცნიერები მიუთითებენ მინოსური კულტურის უმნიშვნელოვანეს თავისებურებაზე, რითაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდახმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ცივილიზაციებისაგან (მიკენის, ეგვიპტის, წინა აზიის): აქ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობის სუფევა იყო. ამასთანავე კრეტას დიდი სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი კულტურული აღმავლობისთვისაც. მინოსურ ხელოვნებაში უხვად დაიძებნება სხვა კულტურათა გავლენის კვალი, რაც სულ არ უშლიდა ხელს საკუთარი გარემომცველი სამყაროს სილამაზით შთაგონებულ კრეტელ ხელოვანთ ყოფილიყვნენ თვითმყოფადნი და განუმეორებელნი.

მინოსური ცივილიზაციის გაქრობას უკავშირებენ მის თავს დატეხილ მოულოდნელ უბედობებს. უპირველეს ყოვლისა კი კუნძულ სანტორინზე (თერაზე)

აბობოქრებულ ვულკანს, რომელმაც დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია. სანტორინის კატასტროფამ გაანადგურა მინოსური კულტურის მრავალი კერა

ეგეოსის ზღვის აუზში. მართალია, მინოსური კრეტა მას მთლიანად არ წაულეკავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეარყია მისი ძალმოსილება. მეზობელ ხალხთა

თავდასხმებმა და შინაბრძოლებმა კი ბოლო მოუღეს იმხანად უკვე დაქვეითების გზაზე დამდგარ მინოსურ ცივილიზაციას. თუმცა მისი კულტურის მონაპოვარი, გამოიარა რა საუკუნეები, ჯერ ბერძნული, ხოლო შემდეგ ევროპული ცივილიზაციის საკუთრებად იქცა.

მინოსური ცივილიზაციის გაქრობას უკავშირებენ მის თავს დატეხილ მოულოდნელ უბედობებს. უპირველეს ყოვლისა კი კუნძულ სანტორინზე (თერაზე) აბობოქრებულ ვულკანს, რომელმაც დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია. სანტორინის კატასტროფამ გაანადგურა მინოსური კულტურის მრავალი კერა ეგეოსის ზღვის აუზში. მართალია, მინოსური კრეტა მას მთლიანად არ წაულეკავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეარყია მისი ძალმოსილება. მეზობელ ხალხთა თავდასხმებმა და შინაბრძოლებმა კი ბოლო მოუღეს იმხანად უკვე დაქვეითების გზაზე დამდგარ მინოსურ ცივილიზაციას. თუმცა მისი კულტურის მონაპოვარი, გამოიარა რა საუკუნეები, ჯერ ბერძნული, ხოლო შემდეგ ევროპული ცივილიზაციის საკუთრებად იქცა.

ხაზი 52: ხაზი 33:

[[კატეგორია:მითოლოგია]]

[[კატეგორია:მითოლოგია]]

[[კატეგორია:მინოსური კულტურა]]

მიმდინარე ცვლილება 12:05, 15 დეკემბერი 2023 მდგომარეობით

მოკრივე ბიჭები
თერა. ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ათენის ნაციონალური მუზეუმი
პრინცი შროშანის გვირგვინით
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1550 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
პარიზელი ქალი
კნოსოსის კედლის მოხატულობა (ძვ. წ. 1450 წ.), ფერაკლიონის მუზეუმი

მინოსური კულტურა – ძველი ბერძნები მითებსა და ლეგენდებში, რომლებშიც მათი ისტორია იყო ასახული, წინაბერძნულ ცივილიზაციაზეც მოგვითხრობდნენ. მათ იცოდნენ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძული კრეტა გამოირჩეოდა თავისი ძლიერებითა და იდუმალებით მოცული კულტურით. ჯერ კიდევ ჰომეროსი იცნობდა „ასქალაქა კრეტას“, სადაც მრავალი ტომი ბინადრობდა. ბერძნებს დიდხანს ახსოვდათ ძლევამოსილი მეფე მინოსი, რომელსაც ხარკს უხდიდნენ და რომლის კარზეც მოღვაწეობდა ლეგენდარული ხელოვანი დედალოსი. სწორედ მის სახელს უკავშირებდნენ კუნძულზე დიდებული სასახლეებისა და ლაბირინთის აგებას, ადამიანის სანუკვარი ოცნების, ცაში აფრენის, განხორციელებას.

აკრობატები
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
ისტორიოგრაფოსთა ცოდნა კრეტაზე მაღალგანვითარებული კულტურის არსებობის თაობაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ გადმოცემებს ეფუძნებოდა. მხოლოდ XV საუკუნიდან დაინტერესდნენ მოგზაურები ამ კუნძულით, მისი გასაოცარი ბუნებით, რომლის წიაღშიც ზევსის მღვიმე ან საიდუმლო ლაბირინთი ეგულებოდათ.
ქალღმერთი ან ქურუმი ქალი გველებით
კნოსოსი (ძვ. წ. 1600 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი
ცისფერი ქალები
კნოსოსის სასახლის ფრესკა (ძვ. წ. 1500 წ.), ჰერაკლიონის მუზეუმი

XIX საუკუნის ბოლოს ტროასა და მიკენში ჰაინრიხ შლიმანის წარმატებული არქეოლოგიური ექსპედიციის შემდეგ, საბერძნეთის წარსული მეცნიერთათვის მანამდე უცნობი, ჰომეროსამდელი ეპოქის აღმოჩენით შეივსო. ეს ეპოქა მთელ ათასწლეულს მოიცავდა. 1900 წლიდან კი კუნძულ კრეტაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო ინგლისელმა სწავლულმა არტურ ევანსმა. მისი თავდაუზოგავი ძალისხმევით სულ მალე მსოფლიომ დიდებული საჩუქარი მიიღო: აღმოჩნდა, რომ კრეტაზე არსებულა საოცრად მაღალი დონის კულტურა, რომელიც თავისი დახვეწილობითა და ჰარმონიული ხასიათით გამოირჩეოდა იმდროინდელი სამყაროს დანარჩენ კულტურათაგან. მას მინოსური კულტურა უწოდეს ლეგენდარული მეფის, მინოსის, სახელის მიხედვით.

როგორც გამოკვლევებმა ცხადყვეს, თავისი განვითარების მწვერვალს ამ კულტურამ ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია, მაშინ როდესაც კრეტას თავისი საზღვაო ძლიერების აღმავლობის ხანა ედგა. სწორედ მაშინ აუშენებიათ იქ ბრწყინვალე სასახლეები, რომელთაგანაც თავისი დიდებულებით გამოირჩეოდა კნოსოსის სასახლე. იგი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საზოგადოების რელიგიური, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ცენტრი.

სწორედ იმხანად განუცდია თავისი აღმავლობა ხელოვნებას, განსაკუთრებით ფრესკულ მხატვრობასა და კერამიკას. ლარნაკთა მხატვრული გაფორმების საქმეში კრეტელებს ბადალი არ ჰყავდათ. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტის დიდი ოსტატობით შეხამებამ ხელოვნებაში ახალი სტილის დაფუძნებას დაუდო სათავე. მას კამარესის სტილი უწოდეს ამ ტიპის ქმნილების პირველად აღმოჩენის ადგილის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კრეტაზე მინოსური დამწერლობის ფაქტებიც. მათ შორის ყველაზე ადრეული ე.წ. იეროგლიფურ-პიქტოგრაფიული დამწერლობაა, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, უკვე ძვ.წ. III ათასწლეულში გამოიყენებოდა. მისი განვითარების შედეგად წარმოიშვა მინოსური A-ხაზოვანი დამწერლობა, რომელიც, მართალია, არ არის გაშიფრული, მაგრამ უკანასკნელ ხანებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, იგი კავკასიური ტიპის ენად იქნეს მიჩნეული. კუნძულ კრეტაზევე შეიქმნა პირველი ბერძნული დამწერლობა, რომელსაც B-ხაზოვანი უწოდეს და რომლის გაშიფვრაც მეცნიერების ისტორიაში მოვლენად იქცა. ამავე კუნძულზეა ნაპოვნი აგრეთვე ე.წ. ფესტოსის დისკო.

ორ ქალაქში, ფესტოსსა და კნოსოსში, აღმოჩენილია ამფითეატრის ტიპის ნაგებობანი, რომლებიც ევროპის კონტინენტის პირველ თეატრებს წარმოადგენენ.

ამ და სხვა მონაპოვრებთან ერთად მეცნიერები მიუთითებენ მინოსური კულტურის უმნიშვნელოვანეს თავისებურებაზე, რითაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდახმელთაშუა ზღვის აუზის სხვა ცივილიზაციებისაგან (მიკენის, ეგვიპტის, წინა აზიის): აქ საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობის სუფევა იყო. ამასთანავე კრეტას დიდი სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა ახლო თუ შორეულ ქვეყნებთან, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი კულტურული აღმავლობისთვისაც. მინოსურ ხელოვნებაში უხვად დაიძებნება სხვა კულტურათა გავლენის კვალი, რაც სულ არ უშლიდა ხელს საკუთარი გარემომცველი სამყაროს სილამაზით შთაგონებულ კრეტელ ხელოვანთ ყოფილიყვნენ თვითმყოფადნი და განუმეორებელნი.

მინოსური ცივილიზაციის გაქრობას უკავშირებენ მის თავს დატეხილ მოულოდნელ უბედობებს. უპირველეს ყოვლისა კი კუნძულ სანტორინზე (თერაზე) აბობოქრებულ ვულკანს, რომელმაც დამანგრეველი მიწისძვრები გამოიწვია. სანტორინის კატასტროფამ გაანადგურა მინოსური კულტურის მრავალი კერა ეგეოსის ზღვის აუზში. მართალია, მინოსური კრეტა მას მთლიანად არ წაულეკავს, მაგრამ, როგორც ჩანს, შეარყია მისი ძალმოსილება. მეზობელ ხალხთა თავდასხმებმა და შინაბრძოლებმა კი ბოლო მოუღეს იმხანად უკვე დაქვეითების გზაზე დამდგარ მინოსურ ცივილიზაციას. თუმცა მისი კულტურის მონაპოვარი, გამოიარა რა საუკუნეები, ჯერ ბერძნული, ხოლო შემდეგ ევროპული ცივილიზაციის საკუთრებად იქცა.

[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები