ამფითეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამფითეატრი – (ძვ. ბერძ. άμφιθέατρον)
1. ძველი რომაული მონუმენტური შენობა საჯარო სანახაობებისათვის (გლადიატორთა ბრძოლები, გარეულ მხეცებთან შებრძოლება, მასობრივი თეატრალიზებული წარმოდგენა). განვითარდა ბერძნული თეატრის მიბაძვით, თითქოსდა ორი თეატრის შეერთებით. წარმოადგენს და გრანდიოზულ ელიფსოიდურ ნაგებობას, რომლის შუაში მოთავსებული არენაზე ქვიშა იყო მოყრილი.
2. თანამედროვე თეატრში ამფითეატრი ეწოდება ადგილებს, მაყურებელთა დარბაზში, რომლებიც პარტერის შემდეგ თანდათან, საფეხურებრივად მაღლდება.