ყარამანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
[[კატეგორია:ძველი ქართული მწერლობა]]
 
 
[[კატეგორია: ქართული თარგმანები‏‎]]
 
[[კატეგორია: ქართული თარგმანები‏‎]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]
 
[[კატეგორია:სპარსული ლიტერატურა]]
[[კატეგორია:თარგმანები]]
+
[[კატეგორია:ქართული თარგმანები]]

მიმდინარე ცვლილება 01:08, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

„ყარამანიანი"საგმირო-საფალავნო მოთხრობათა ვრცელი კრებული, რომელშიც აღწერილია ყარამანისა და მისი შვილიშვილის ქუჩუკ-ყარამანის ფანტასტიკური თავგადასავალი. კრებულში ჩართულია მრავალი დამატებითი ეპიზოდი (სარვიხურამთან გამიჯნურება, ბარამ-ჯიბილის გაქვავება, ჯადო-თილისმები და ა. შ.). ხელნაწერთა თავწერილობიდან ირკვევა, რომ ერეკლე მეორის სიძეს, სახელოვან სარდალს დავით ორბელიანს, რომელსაც კარგად სცოდნია სპარსული, ირანიდან ჩამოუტანია „ყარამანიანის“ სპარსული დედანი („დასთანე ყაჰრამანე ყათელი“ — „ყაჰრამან მკვლელის ამბავი“) და უთარგმნია 1762-74 წლებში. ქართული თარგმანი ზუსტია, განსხვავებებს ვარიანტული ხასიათი აქვს, ზოგჯერ გადმოღებულია ჩანართი ლექსები. „ყარამანიანი“, ისევე, როგორც ამ ტიპის სხვა სარაინდო თხზულებანი, მაღალი მხატვრული ღირსების არაა. სიუჟეტის დახლართულობა, ურიცხვი და ერთმანეთს მიმსგავსებული პერსონაჟები, ტრაფარეტული ტროპიკის სიჭარბე ერთფეროვნებას ანიჭებს ამ ძეგლს. მაგრამ იგი მაინც იპყრობს ყურადღებას სადა და ლექსიკურად საინტერესო, ცოცხალი სასაუბრო ენით, თხრობის უშუალობით, რეალისტურისა და ფანტასტიკურის ბუნებრივი შერწყმით. შემთხვევითი არ არის ის დიდი პოპულარობა, რომლითაც „ყარამანიანი“ სარგებლობდა საქართველოში. ტექსტი რამდენჯერმე გამოიცა იაფი წიგნაკების სახით ხან 8, ხან 12 და ხან 16 კარად (1872, 1875, 1888, 1902, 1912 წწ.). უკანასკნელად მისი პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს ა. გვახარიამ და ს. ცაიშვილმა.

[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა

  • ყარამანიანი, 1965.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები