გვახარია ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გვახარია ალექსანდრე – (1929–2002), ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და პედაგოგი. დაიბადა თბილისში; 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987 წლიდან იყო თსუ-ს ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას და ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. თანამშრომლობდა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. თარგმნილი აქვს სპარსული კლასიკური პოეზიის ნიმუშები.
- აბუ ალი იბნ სინა, რობაი
- თარგმნა ალ. გვახარიამ
- აბუ ალი იბნ სინა, რობაი
- ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ყარო,
- ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
- ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
- მაინც გამიგეს – „არაბული ტაიჭი ხარო”