ონეგერი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბიოგრაფია=)
(შემოქმედება)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონეგერის შემოქმედებითი ნოვატორობა სწორედ მუსიკალურ-სცენურ ჟანრებში გამოვლინდა. მკაცრად თუ მივუდგებით ჟანრის თავისებურებებს, მის არქეტიპულ თვისებებს, აღმოვაჩენთ, რომ ონეგერის სცენური ნაწარმოებები არც ოპერის და
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონეგერის შემოქმედებითი ნოვატორობა სწორედ მუსიკალურ-სცენურ ჟანრებში გამოვლინდა. მკაცრად თუ მივუდგებით ჟანრის თავისებურებებს, მის არქეტიპულ თვისებებს, აღმოვაჩენთ, რომ ონეგერის სცენური ნაწარმოებები არც ოპერის და
 
არც ორატორიის ჟანრს არ განეკუთვნება და, ამავე დროს, ორივე ჟანრის თვისებებს შეიცავს. ამგვარად, ონეგერის სცენური ნაწარმოებების უმეტესობა – ესაა ოპერა-ორატორიები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟანრთაშორისი ურთიერთობების ბალანსი ხან ერთისკენ იხრება, ხან კი – მეორისკენ. თავად კომპოზიტორი ყოველი ნაწარმოების თავისებურებას განსაკუთრებულად აღნიშნავს: „მეფე დავითი“ – სიმფონიური ფსალმუნი, „ივდითი“ – ბიბლიური დრამა, „[[ანტიგონე (ოპერა)|ანტიგონე]]“ – ლირიკული ტრაგედია და ა. შ. ოპერის და ორატორიის ჟანრების სინთეზი ონეგერთან დაფუძნებულია ეპიკური თეატრის ტრადიციებზე და, უმთავრესად, გმირულ-პატრიოტულ თემატიკაზე. სიუჟეტებისთვის იგი უფრო სშირად მიმართავს [[ძველი აღთქმა|ძველ აღთქმას]] ([[მეფე დავითი (ოპერა-ორატორია)|მეფე დავითი]], ივდითი), ანტიკურ [[ტრაგედია]]ს ([[ანტიგონე]]), საფრანგეთის ისტორიას ([[ჟანა დ’არკი კოცონზე  (ორატორია)|ჟანა დ’არკი კოცონზე]]) და სხვ.
 
არც ორატორიის ჟანრს არ განეკუთვნება და, ამავე დროს, ორივე ჟანრის თვისებებს შეიცავს. ამგვარად, ონეგერის სცენური ნაწარმოებების უმეტესობა – ესაა ოპერა-ორატორიები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟანრთაშორისი ურთიერთობების ბალანსი ხან ერთისკენ იხრება, ხან კი – მეორისკენ. თავად კომპოზიტორი ყოველი ნაწარმოების თავისებურებას განსაკუთრებულად აღნიშნავს: „მეფე დავითი“ – სიმფონიური ფსალმუნი, „ივდითი“ – ბიბლიური დრამა, „[[ანტიგონე (ოპერა)|ანტიგონე]]“ – ლირიკული ტრაგედია და ა. შ. ოპერის და ორატორიის ჟანრების სინთეზი ონეგერთან დაფუძნებულია ეპიკური თეატრის ტრადიციებზე და, უმთავრესად, გმირულ-პატრიოტულ თემატიკაზე. სიუჟეტებისთვის იგი უფრო სშირად მიმართავს [[ძველი აღთქმა|ძველ აღთქმას]] ([[მეფე დავითი (ოპერა-ორატორია)|მეფე დავითი]], ივდითი), ანტიკურ [[ტრაგედია]]ს ([[ანტიგონე]]), საფრანგეთის ისტორიას ([[ჟანა დ’არკი კოცონზე  (ორატორია)|ჟანა დ’არკი კოცონზე]]) და სხვ.
 +
 +
განსხვავებულ ტიპს მიეკუთვნება ონეგერის შემდგომ წლებში დაწერილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები – ორატორია-„კანტატა სიკვდილის როკვა“ (1938 წ) და დრამატული ლეგენდა „ნიკოლა ფლუდან“.(1939 წ). პირველ მათგანს საფუძვლად დაედო პ. კლოდელის ტექსტი, რომელიც ჰ. ჰოლბაინის სახელგანთქმული [[ფრესკა|ფრესკის]] მიხედვით შექმნილი [[გრავიურა|გრავიურებით]] იყო შთაგონებული. ნაწარმოების კონცეფცია ტრაგიკულია და ბგერებით აპოკალიფსურ სურათებს გვიხატაეს. სრულიად განსხვავებული სასიათის ნაწარმოებია „ნიკოლა ფლულან“, რომელიც შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის დაარსების 650 წლისთავის აღსანიშნავად. დრამატულ ლეგენდას საფუძვლად დაედო დენი დე რუჟმონის [[ლიბრეტო]], რომელშიც ცხადად და ლაკონიურადაა ასახული შვეიცარიის ისტორიის ეპიზოდი, ბრძოლა დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[XX საუკუნის მუსიკის ისტორია]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის კომპოზიტორები]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის კომპოზიტორები]]

17:09, 3 ნოემბერი 2023-ის ვერსია

არტურ ონეგერი – (ფრანგ. Arthur Honegger; 10 მარტი 1892, ჰავრი, — 27 ნოემბერი 1955, პარიზი), XX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი (წარმოშობით შვეიცარიელი) კომპოზიტორი, კომპოზიტორთა ჯგუფის „ექვსეული-“ის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მუსიკოსი .

სარჩევი

ბიოგრაფია

არტურ ონებერი, დაიბადა 1892 წელს ჰავრში და აქვე მიიღო დაწყებითი მუსიკალური განათლება. 1909-11 წლებში სწავლობდა ჯერ ციურიხის, ხოლო შემდეგ პარიზის კონსერვატორიებში (ვიოლინოს, კონტრაპუნქტის, კომპოზიციის და დირიჟორობის კლასებში). ახალგაზრდა კომპოზიტორის მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაზე დიდი გაელენა მოახდინა როგორც ფრანგულმა, ისე ავსტრიულ-გერმანულმა მუსიკამ, რაც გარკვეულწილად მისი შვეიცარიული წარმოშობითაც აიხსნება. სწავლის წლებში ონეგერის ინტერესების სფერო ძირითადად გერმანული რომანტიკული მუსიკით, რ. ვაგნერის, რ. შტრაუსის და მ. რეგერის შემოქმედებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ამავე პერიოდში გაიცნო მან კ. დებიუსის და გ. ფორეს ნაწარმოებები, რომლებმაც, თავად კომპოზიტორის აღიარებით, დიდი გავლენა მოახდინეს მასსე. პარიზის კონსერვატორიაში ონეგერი შეხვდა ჟ. ტაიფერს, ჟ. ორიკს და დ. მიიოს, მოგვიანებით გაიცნო ჟ. კოკტო და ე. სატი, რომლებთან ურთიერთობაც ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მისთვის 10-იანი წლების მიწურულს და 20-იანების დასაწყისში. სწორედ მათთან ურთიერთობამ განსაზღვრა ონეგერის შემოქმედების აღნიშნული პერიოდის თავისებურება, როდესაც იგი „ექვსეულის“ წევრად მოიაზრებოდა, თუმცა მისი შემოქმედებითი ნატურის მასშტაბებმა განაპირობა ის, რომ ონეგერის შემოქმედებაში ყველაზე ნაკლებად აისახა „ექვსეულის“ ესთეტიკა.

მუსიკალური ენა

ონეგერის მუსიკალური აზროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში კომპოზიტორი რადიკალური შემოქმედებით დაჯგუფების წევრი იყო, მჭიდროდაა დაკავშირებული ტრადიციასთან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მის დამოკიდებულებას ამ პერიოდში მიმდინარე მუსიკალური ენის განახლების პროცესებისადმი. ონეგერისთვის უცხოა თავისუფალი ატონალობა და დოდეკაფონია. იგი ტრადიციული, თუმცა გართულებული, ტონალური სისტემის ერთგული რჩება. ამაგვდროულად, მისთვის არც სატის და მისი თანამოაზრეებისთვის ტიპური უკიდურესად გამარტივებული ტონალური სტრუქტურებია მისაღები. „მე არა ვარ არც პოლიტონალისტი, არც ატონალისტი და არც დოდეკაფონისტი, – წერდა კომპოზიტორი, – ჩვენი მუსიკალური მასალა ქრომატული ბგერათრიგის 12 ნახევარ ტონს ეფუძნება, რომლებითაც ჩვენ ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც პოეტი ანბანის ასო-ბგერებით, ან მხატვარი – სინათლის სპექტრის ყველა ფერით“.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ონეგერს ჟანრის და ფორმის მიმართ. კომპოზიტორი ისწრაფეის კლასიკურ-რომანტიკული ტრადიციის შენარჩუნებისკენ და, ამასთანავე, განაახლებს მას ახალი შინაარსით. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორატორიის და სიმფონიის ჟანრები. როგორც ზემოთ აღინიშნა, „ექვსეულის“ წევრები უპირატესობას მინიატიურებს ანიჭებდნენ. მათგან განსხვავებით, ონეგერისთვის პრიორიტეტული სწორედ დიდი ფორმა და კონცეფტუალური ჟანრები იყო. სიმფონიის ჟანრში ონეგერი ევროპული, უფრო ზუსტად კი XIX საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგული ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება. მისი ორატორიები კი, ამ ჟანრში შექმნილ საუკეთესო ნიმუშებზეა ორიენტირებული. ამასთანავე, ონეგერი აღნიშნულ ჟანრებში XX საუკუნის ნოვაციების იგნორირებასაც არ ახდენდა. კერძოდ, იგულისხმება ორატორიაში თეატრალიზაციის გარკვეული ელემენტების შემოტანა, რაც გეხედება სტრავინსკის, მოგვიანებით, კარლ ორფის შემოქმედებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრულ სახეთა ხატოვანება, თეატრალურობა საზოგადოდ ახასიათებს ონეგერის შემოქმედებას. ონეგერის როგორც სცენური, ისე ინსტრუმენტული ნაწარმოებების თემათა უმეტესობა გამოკვეთილი სახიერებით ხასიათდება.

კომპოზიტორის საორკესტრო სტილს საფუძვლად უდევს მუსიკალური ქსოვილის პოლიფონიური სტრუქტურა. მასთან ტემბრი მუდამ თემის, თემატური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ დაქვემდებარებული პარამეტრია. ონეგერის ნაწარმოებებში თემა, როგორც წესი, ერთი საორკესტრო ჯგუფის ტემბრული რესურსებითაა ექსპონირებული და ეს ტემბრია შენარჩუნებული მთელი სტრუქტურული ერთეულის მანძილზე. ტემბრი მხოლოდ მონაკვეთების საზღვარზე იცვლება, ერთი საორკესტრო ჯგუფიდან მეორეში გადადის. ტემბრული განვითარების ასეთი ლოგიკა ონეგერის სიმფონიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და მის პროგრამულ, თეატრალიზებული ტიპის სიმფონიზმთანაა დაკავშირებული: ახალი საკრავების გამოჩენა ხაზს უსვამს განვითარების ახალ სტადიაზე გადასელას.

შემოქმედება

ონეგერის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია მუსიკალურ-დრამატული ჟანრის ნაწარმოებებს. ოპერის და ორატორიის ჟანრებს კომპოზიტორი მათი მასშტაბურობის, სინთეზურობის და დრამატიზმის გამო ანიჭებს უპირატესობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონეგერის შემოქმედებითი ნოვატორობა სწორედ მუსიკალურ-სცენურ ჟანრებში გამოვლინდა. მკაცრად თუ მივუდგებით ჟანრის თავისებურებებს, მის არქეტიპულ თვისებებს, აღმოვაჩენთ, რომ ონეგერის სცენური ნაწარმოებები არც ოპერის და არც ორატორიის ჟანრს არ განეკუთვნება და, ამავე დროს, ორივე ჟანრის თვისებებს შეიცავს. ამგვარად, ონეგერის სცენური ნაწარმოებების უმეტესობა – ესაა ოპერა-ორატორიები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟანრთაშორისი ურთიერთობების ბალანსი ხან ერთისკენ იხრება, ხან კი – მეორისკენ. თავად კომპოზიტორი ყოველი ნაწარმოების თავისებურებას განსაკუთრებულად აღნიშნავს: „მეფე დავითი“ – სიმფონიური ფსალმუნი, „ივდითი“ – ბიბლიური დრამა, „ანტიგონე“ – ლირიკული ტრაგედია და ა. შ. ოპერის და ორატორიის ჟანრების სინთეზი ონეგერთან დაფუძნებულია ეპიკური თეატრის ტრადიციებზე და, უმთავრესად, გმირულ-პატრიოტულ თემატიკაზე. სიუჟეტებისთვის იგი უფრო სშირად მიმართავს ძველ აღთქმას (მეფე დავითი, ივდითი), ანტიკურ ტრაგედიას (ანტიგონე), საფრანგეთის ისტორიას (ჟანა დ’არკი კოცონზე) და სხვ.

განსხვავებულ ტიპს მიეკუთვნება ონეგერის შემდგომ წლებში დაწერილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები – ორატორია-„კანტატა სიკვდილის როკვა“ (1938 წ) და დრამატული ლეგენდა „ნიკოლა ფლუდან“.(1939 წ). პირველ მათგანს საფუძვლად დაედო პ. კლოდელის ტექსტი, რომელიც ჰ. ჰოლბაინის სახელგანთქმული ფრესკის მიხედვით შექმნილი გრავიურებით იყო შთაგონებული. ნაწარმოების კონცეფცია ტრაგიკულია და ბგერებით აპოკალიფსურ სურათებს გვიხატაეს. სრულიად განსხვავებული სასიათის ნაწარმოებია „ნიკოლა ფლულან“, რომელიც შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის დაარსების 650 წლისთავის აღსანიშნავად. დრამატულ ლეგენდას საფუძვლად დაედო დენი დე რუჟმონის ლიბრეტო, რომელშიც ცხადად და ლაკონიურადაა ასახული შვეიცარიის ისტორიის ეპიზოდი, ბრძოლა დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები