ანტიგონე (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ანტიგონე“ – ფრანგი კომპოზიტორის არტურ ონეგერის ოპერა.

20-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად თავად კომპოზიტორი მიიჩნევდა „ანტიგონეს“ (1924-2177 წ). აღსანიშნავია, რომ ონეგერის ეს თხზულება ი. სტრავინსკისოიდიპოს მეფის“ პარალელურად იწერებოდა და მათ შორის გარკვეული მსგავსების აღმოჩენაა შესაძლებელი. უპირეელეს ყოვლისა, უნდა ითქეას, რომ ორივე ნაწარმოები სოფოკლეს ტრაგედიას ეფუძნება, რომელიც ჟან კოკტოს მიერაა გადამუშავებული; ორივე კომპოზიტორი ირჩევს ოპერა-ორატორიის ჟანრს. მაგრამ ორივე კომპოსიტორის ნეოკლასიცისტური ორიენტაციის მიუხედავად, მათ განსხვავებული შემოქმედებითი პრიორიტეტები ჰქონდათ და, შესაბამისად, განსხვავებულ შედეგს მიაღწიეს: სტრავინსკისთვის მოდელს წარმოადგენდა ჰენდელის ორატორიების და ოპერა-სერიების სტილისტიკა, ონეგერს კი „ანტიგონე“ გააზრებული ჰქონდა, როგორც მუსიკალური ტრაგედია, დაფუძნებული ეთიკურ კონფლიქტზე დესპოტი მმართველის მიერ დანერგილ და ზოგადსაკაცობრიო მორალის კანონებს შორის.

„ანტიგონე“-ში ონეგერი მიზნად ისახავდა ვოკალური ინტონირების რეფორმირებას. პარტიტურის წინათქმაში მან ასე ჩამოაყალიბა თავისი შემოქმედებითი პრინციპები:

  1. „დრამა სიმფონიური მუსიკის ისეთი ტიპით უნდა იყოს „შემოსილი“, რომ არ დაამძიმოს მოქმედების განვითარება;
  2. რეჩიტატივი იმგვარი ვოკალური მელოდიკით შეიცვალოს, რომელშიც არ იქნება დიდი გრძლიობის ბგერები მაღალ რეგისტრში (ეს ხელს შეუშლის ტექსტის მკაფიო წარმოთქმას) და ინსტრუმენტული ტიპის საქცევები; პირიქით, სასურველია ისეთი მელოდიური ხაზის შექმნისკენ სწაფვა, რომელიც უშუალოდ სიტყვიდან, მისთვის დამახასიათებელი პლასტიკიდან დაიბადება და გავლენას მოახდენს მის კონტურზე და რელიეფზე;
  3. საჭიროა სიტყვის ზუსტი არტიკულაციის ძიება, უპირველეს ყოვლისა, საწყისი თანხმოვანების მეტრული გამოკვეთით, ჩვეული პროსოდიის საპირისპიროდ, რომელშიც სიტყვა გარეტაქტით ან სუსტი დროით იწყებოდა“.

„ანტიბონე“-ში მუსიკა მუდმივ განეითარება-განახლებას განიცდის და გამოირჩევა დინამიზმით და გამომსახველ საშუალებათა საოცარი კონცენტრაციით. მუსიკალური ქსოვილი შედგება წმინდა ვოკალური წარმოშობის მრავალრიცხოვანი თემატური ბირთვებისგან, რომელთაც გამთლიანების მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ორკესტრი ზედმიწევნით მიჰყვება ტექსტს და ზუსტად რეაგირებს ყველა სცენურ დეტალზე. ამასთანავე, საორკესტრო პარტია მოკლებულია აღწერითობას, მისი ყველა დეტალი დრამის არსის გადმოცემას ემსახურება.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები