პარტიტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარტიტურა (იტალ. partitura – დაყოფა, განაწილება),
1. ოპერის (საერთოდ მუსიკალურ თეატრში დასადგმელი ნაწარმოების, აგრეთვე ბალეტის) სრული სანოტო ტექსტი, რომელშიც თავმოყრილია და ერთმანეთის თავზე დადგენილი წესით განთავსებულია ორკესტრის, გუნდის და სოლისტების ყველა პარტია. პირველად შეიქმანა იტალიაში (მე-15 ს.).
2. პერსონაჟთა მოქმედების სხვადასხვა ხაზის თანხმიერება და აქცენტების გადანაწილება ზეამოცანის მიხედვით, რომელსაც კ. სტანისლავსკიმ სპექტაკლის პარტიტურა უწოდა.
თეატრს არ გააჩნია მუსიკის მსგავსი მეტაენა, მაგრამ არსებობს სცენური მოქმედების დაფიქსირების ცალკეული მცდელობები: ა. არტოს და ე. გროტოვსკის იეროგლიფები, ქმედების და გაუცხოების თანაფარდობა ბ. ბრეხტთან, მეიერხოლდის ბიომექანიკური სქემები და სხვ.