გარეტაქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გარეტაქტი
- არასრული ტაქტი (ტაქტის სუსტი ნაწილი), რომლითაც ჩვეულებრივ იწყება მუსიკალური ნაწარმოები ან ცალკეული მესიკალური ფრაზა თუ მელოდია. გარეტაქტი ორგანულად ერწყმის მომდევნო ტაქტის ძლიერ ნაწილს.
- დირიჟორის გამაფრთხილებელი ჟესტი შესრულების დაწყების წინ მუსიკოსების ყურადღების მისაპყრობად; უტოლდება ტაქტის ერთ წილს. საგუნდო პრაქტიკაში ერთდროულად მიუთითებს, რომ მომღერლებმა უნდა აიღონ სუნთქვა შესრულების დაწყების წინ.