როსტომაშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''როსტომაშვილი ივანე''' - ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღ...)
 
(იხილე აგრეთვე)
 
(3 მომხმარებლების 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''როსტომაშვილი ივანე''' - ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი ანარქისტი, შემდეგ სოციალ-დემოკრატი.  
+
[[ფაილი:RostomaSvili ivane.jpg|thumb|150პქ|'''ივანე როსტომაშვილი''']]
 +
'''როსტომაშვილი ივანე''' – (ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“, „თქვენი ვანო“, „დიზრაელი“, „რ.“, „ივ. როსტ“). (1852-1924) — საბავშვო მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.  
  
იმყოფებოდა ციმბირის ციხეში, რევოლუციის შემდეგ კი [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნდა.შორეულ აღმოსავლეთსა და [[იაპონია|იაპონიაში]] საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი რწმუნებული იყო. 1920 წლის დეკემბერში იგი ტრაპიზონში ანგორის მისიაში გასამგზავრებლად წასული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, მომარაგების სამინისტროს დავალებით და კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა. ტრაპიზონში ინახულა სოლომონ მეორის საფლავი და ამასთან დაკავშირებით უთქვამს: „სოლომონი პირველ რევოლუციონერად ითვლებაო“.
+
თბილისის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1874) მასწავლებლობდა [[საინგილო|საინგილოში]], [[კახეთი|კახეთში]], [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[თბილისი|თბილისში]]. 1880 წ. თელავში დააარსა [[ბიბლიოთეკა]], 1882 წ. — „დეპო“ (საზოგადოებრივი სავაჭრო). მისივე ინიციატივით კახეთში ჩამოყალიბდა სახალხო [[ბანკი|ბანკები]] და ღარიბთა საკვირაო სკოლები. დიდი ღვაწლი მიუძღვის ჯავახეთის ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის საქმეში — შეძლო  თითქმის ყველა ძეგლის ფოტოგრაფირება და მასალა გამოაქვეყნა კრებულში: „Материалы для описания местностей племен Кавказа“ (1898). მისი თაოსნობით 1901 წ. დაიწყო ჟურნალ „[[მოგზაური (ჟურნალი)|მოგზაურის]]“, ხოლო 1910 წ. — გაზეთ „სინათლის“ გამოცემა. მისი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები („რა არის გონებრივი გახსნა-განვითარება“, 1902, „სულით ავადმყოფნი მოსწავლენი“, 1903, „[[ბუდა|ბუდდა]] და მისი ცხოვრება - სწავლა სიცოცხლეზედ“, 1905), ნარკვევები („ამერიგო ვესპუჩი“, 1914, „ქრისტეფორე კოლუმბი“, 1914), პედაგოგიური სტატიები, არქეოლოგიური გამოკვლევები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები, გადმოკეთებული [[ზღაპარი|ზღაპრები]] და ფოლკლორული ნიმუშები ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში: „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „[[კვალი (გაზეთი)|კვალში]]“, „[[მოამბე (ჟურნალი)|მოამბეში]]“, „ცნობის ფურცელში“, „[[ჯეჯილი (ჟურნალი)|ჯეჯილში]]“, აღსანიშნავია ი. როსტომაშვილის ცალკე წიგნად გამოცემული შრომები: „[[არითმეტიკა|არითმეტიკული]] ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობელთათვის“ (1876), „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“ (1895), ალბომი „ქართველთა ტომი“ (1896), „ქართული კალენდარი“ (1897), „[[ქართული ანბანი]] ოჯახში და სკოლაში სახმარებლად“ (რომლის რამდენიმე გამოცემა არსებობს — 1895, 1902, 1905, 1906), „საყმაწვილო საჩუქარი“ (1900), „ზნეობრივი აღზრდის საფუძვლები“ (1914). მან შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიის რამდენიმე ნაკვეთი.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::ლელა სარალიძე
+
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. IV, თბ., 2003.
+
* ს. ცაიშვილი, ივანე როსტომაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, ტ. I, 1953.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1675/ ივანე როსტომაშვილი]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/1675/ ივანე როსტომაშვილი]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
+
 
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები‏‎]]
+
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები‏‎]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 +
[[კატეგორია: როსტომაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 14:06, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ივანე როსტომაშვილი

როსტომაშვილი ივანე – (ფსევდონიმები: „კახთ-კახოსი“, „ვანო“, „თქვენი ვანო“, „დიზრაელი“, „რ.“, „ივ. როსტ“). (1852-1924) — საბავშვო მწერალი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.

თბილისის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1874) მასწავლებლობდა საინგილოში, კახეთში, ჯავახეთში, თბილისში. 1880 წ. თელავში დააარსა ბიბლიოთეკა, 1882 წ. — „დეპო“ (საზოგადოებრივი სავაჭრო). მისივე ინიციატივით კახეთში ჩამოყალიბდა სახალხო ბანკები და ღარიბთა საკვირაო სკოლები. დიდი ღვაწლი მიუძღვის ჯავახეთის ისტორიულ ძეგლთა გადარჩენის საქმეში — შეძლო თითქმის ყველა ძეგლის ფოტოგრაფირება და მასალა გამოაქვეყნა კრებულში: „Материалы для описания местностей племен Кавказа“ (1898). მისი თაოსნობით 1901 წ. დაიწყო ჟურნალ „მოგზაურის“, ხოლო 1910 წ. — გაზეთ „სინათლის“ გამოცემა. მისი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები („რა არის გონებრივი გახსნა-განვითარება“, 1902, „სულით ავადმყოფნი მოსწავლენი“, 1903, „ბუდდა და მისი ცხოვრება - სწავლა სიცოცხლეზედ“, 1905), ნარკვევები („ამერიგო ვესპუჩი“, 1914, „ქრისტეფორე კოლუმბი“, 1914), პედაგოგიური სტატიები, არქეოლოგიური გამოკვლევები, საბავშვო მოთხრობები, ლექსები, გადმოკეთებული ზღაპრები და ფოლკლორული ნიმუშები ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში: „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“, „ჯეჯილში“, აღსანიშნავია ი. როსტომაშვილის ცალკე წიგნად გამოცემული შრომები: „არითმეტიკული ამოცანები სახალხო სკოლებისათვის და მშობელთათვის“ (1876), „ახალი მიმართულება სამკურნალო მეცნიერებაში“ (1895), ალბომი „ქართველთა ტომი“ (1896), „ქართული კალენდარი“ (1897), „ქართული ანბანი ოჯახში და სკოლაში სახმარებლად“ (რომლის რამდენიმე გამოცემა არსებობს — 1895, 1902, 1905, 1906), „საყმაწვილო საჩუქარი“ (1900), „ზნეობრივი აღზრდის საფუძვლები“ (1914). მან შეადგინა და გამოსცა ქართული ენციკლოპედიის რამდენიმე ნაკვეთი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ს. ცაიშვილი, ივანე როსტომაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, ტ. I, 1953.

[რედაქტირება] წყარო

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ივანე როსტომაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები