აბანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Abano.jpg|thumb|250px|აბანო]]
+
[[ფაილი:Gogirdis abano, saerTo xedi.PNG|thumb|აბანოთუბანი. გოგირდის აბანოების საერთო ხედი]]
'''აბანო''' - ადამიანთა ტანთ საბანელი, საგანგებო შენობა, სადაც ჰიდროტექნიკური ხერხებით მოწყობილ ნაგებობაში შემოედინება თბილი და ცივი წყლის ნაკადები.  
+
[[ფაილი:Wreli abano.PNG|thumb|თბილისის ჭრელი აბანო (XIX საუკუნის ფოტო)]]
 +
'''აბანო''' - ადამიანთა ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი [[შენობა]], სადაც ცხელ წყალთან ერთად, ოფლის ჭარბად გამოსაყოფად ხშირად იყენებენ ცხელ ჰაერს (მაგ., თურქული აბანო (ჰამამი), რომაული აბანო ([[თერმა]]), მშრალი საუნა), ორთქლს (მაგ., ფინური (საუნა), რუსული აბანო) ან მხოლოდ წყლით სავსე სპეციალურ ხის კასრებს (იაპონური აბანო (სენტო)). ასეთ ხის კასრს ოფურო ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ წყალში ადამიანის კანი არ სუნთქავს, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის გამო ოფლი მაინც დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს კანის ფორებიდან ცხიმებისა და წიდის კარგად მოცილებას.
 +
[[ფაილი:Abano 1.jpg|thumb|150px|ჭრელი აბანოს აღმოსავლური სტილის შესასვლელი]]
 +
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს აბანოების მშენებლობისა და მათი გამოყენების უნიკალური [[ტრადიცია]] გააჩნია. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა აღსანიშნავია აგრეთვე ირლანდიური (იგივე რომაულ-ირლანდიური) აბანო, რომელიც ფაქტობრივად სახეცვლილი რომაული თერმაა და ახლა ძალიან პოპულარულია ევროპაში, შვედური აბანო (ბასტუ) და ქართული აბანო. [[საქართველო]]ში უძველესი აბანოები აღმოჩენილია [[არმაზისხევი|არმაზისხევში]], [[ბაგინეთი|ბაგინეთში]], [[ბიჭვინთა]]ში, ციხისძირში, გრემში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, [[გორი|გორში]] და სხვ. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც, ადამიანთა გემოვნების შესაფერისად, სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს  იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა.
  
სპეციალისტები გამოყოფენ სამი ტიპის აბანოს:
 
* აზიურს (სადაც შედის ქართული აბანოები),
 
* რომაულს
 
* აღმოსავლურს (სპარსული, თურქული).
 
  
[[საქართველო|საქართველოში]] უძველესი აბანოები აღმოჩენილია: 
+
===თბილისური აბანოები===
* არმაზისხევში,
+
ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური გოგირდის აბანოები რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და XIX საუკუნეში საქართველოში [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მმართველობის დამკვიდრებისთანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. [[თბილისი]]ს უძველეს უბანში, [[აბანოთუბანი|აბანოთუბანში]] (აბანოების უბანში) განთავსებული ასეთი აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი მინერალური წყლები, მათი განუყრელი [[პერსონაჟი]] კი იყო მექისე, რომელსაც ბუნებრივი ცხელი წყლით ადამიანის სხეულის განბანვის გარდა შეეძლო მასაჟის გაკეთებაც. ბუნებრივ მინერალურ წყალს
* ბაგინეთში,
+
* ბიჭვინთაში,
+
* ციხისძირში,
+
* ურბნისში,
+
* სამშვილდეში,
+
* თელავში,
+
* გრემში,
+
* გორში და სხვაგან.
+
საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც ადამიანთა გემოვნების შესაფერისად სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. [[საქართველო|საქართველოს]] არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა.
+
[[ფაილი:Abano 1.jpg|thumb|150px|ჭრელი აბანო თბილისში]]
+
ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური აბანოები, რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და რუსეთის მმართველობის დამკვიდრების თანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი წყლები. მიუხედავად მრავალგზის დანგრევისა XIX ს. დასასარულს თბილისის ერთ უბანში აქტიურად მოქმედებდა მეფე ერეკლეს, ჩარხის, მეითარის, სიონის, ბებუთას, მელიქაანთ, ციხის, ეინალისა და გრილის აბანოები.  
+
  
ჰიგიენური საჭიროების გარდა გოგირდოვან წყალს გააჩნია სამკურნალო თვისება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. თბილისელი მოქალაქისათვის აბანო იქცა თავისებურ გასართობ ადგილადაც, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, ერთობოდნენ და ნადიმობდნენ კიდევაც, აქვე ხდებოდა სასძლოების გასინჯვა, ტუალეტისა და ტანისამოსის ჩვენება, ტანსაცმლის დარეცხვა და სხვ. თბილისური აბანოს განუყრელ პერსონაჟს წარმოადგენდა მექისე, რომელიც კლიენტს სხეულის განბანვის გარდა უტარებდა  მასაჟს, რაც კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა აქაური ტანთბანვის პროცესს.
+
სამკურნალოდაც იყენებდნენ. XIX საუკუნის დასასრულს თბილისში მოქმედებდა [[ერეკლე II|ერეკლე მეფი]]ს, ჩარხის, ციხის, სიონის, მეითარის, ბებუთას, მელიქაანთ, ეინალისა და გრილის აბანოები.
  
== ლიტიტერატურა ==
+
თბილისური აბანოები არა მხოლოდ ჰიგიენურ-სამკურნალო დაწესებულება იყო, არამედ ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დასვენების, გართობისა და ნადიმობის ადგილიც.
გ. გოცირიძე, აბანოები ძველ თბილისში. მსე ტ. XXVI, 2004, ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951. ე. ნ.
+
 
 +
 
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ქისა (აბანოს)|ქისა]]
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი]]
+
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:აბანო]]
 
[[კატეგორია:აბანო]]
 
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]
 
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]

მიმდინარე ცვლილება 23:58, 28 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

აბანოთუბანი. გოგირდის აბანოების საერთო ხედი
თბილისის ჭრელი აბანო (XIX საუკუნის ფოტო)

აბანო - ადამიანთა ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა, სადაც ცხელ წყალთან ერთად, ოფლის ჭარბად გამოსაყოფად ხშირად იყენებენ ცხელ ჰაერს (მაგ., თურქული აბანო (ჰამამი), რომაული აბანო (თერმა), მშრალი საუნა), ორთქლს (მაგ., ფინური (საუნა), რუსული აბანო) ან მხოლოდ წყლით სავსე სპეციალურ ხის კასრებს (იაპონური აბანო (სენტო)). ასეთ ხის კასრს ოფურო ეწოდება და მიუხედავად იმისა, რომ წყალში ადამიანის კანი არ სუნთქავს, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურის გამო ოფლი მაინც დიდი რაოდენობით გამოიყოფა, რაც უზრუნველყოფს კანის ფორებიდან ცხიმებისა და წიდის კარგად მოცილებას.

ჭრელი აბანოს აღმოსავლური სტილის შესასვლელი

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს აბანოების მშენებლობისა და მათი გამოყენების უნიკალური ტრადიცია გააჩნია. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა აღსანიშნავია აგრეთვე ირლანდიური (იგივე რომაულ-ირლანდიური) აბანო, რომელიც ფაქტობრივად სახეცვლილი რომაული თერმაა და ახლა ძალიან პოპულარულია ევროპაში, შვედური აბანო (ბასტუ) და ქართული აბანო. საქართველოში უძველესი აბანოები აღმოჩენილია არმაზისხევში, ბაგინეთში, ბიჭვინთაში, ციხისძირში, გრემში, ურბნისში, სამშვილდეში, თელავში, გორში და სხვ. საზოგადოებრივი აბანოებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი აუზები, რომლებიც, ადამიანთა გემოვნების შესაფერისად, სხვადასხვა სტილითა და შემკულობით იყო მორთული. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში მიკვლეული აბანოების განხილვა ცხადად ადასტურებს იმ საზოგადოების მაღალ ჰიგიენურ მოთხოვნილებას, რომლისთვისაც ისინი შენდებოდა.


[რედაქტირება] თბილისური აბანოები

ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისური გოგირდის აბანოები რომლებიც განთქმული იყო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში და XIX საუკუნეში საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დამკვიდრებისთანავე მისი არისტოკრატიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. თბილისის უძველეს უბანში, აბანოთუბანში (აბანოების უბანში) განთავსებული ასეთი აბანოების ღირსებას წარმოადგენდა ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი მინერალური წყლები, მათი განუყრელი პერსონაჟი კი იყო მექისე, რომელსაც ბუნებრივი ცხელი წყლით ადამიანის სხეულის განბანვის გარდა შეეძლო მასაჟის გაკეთებაც. ბუნებრივ მინერალურ წყალს

სამკურნალოდაც იყენებდნენ. XIX საუკუნის დასასრულს თბილისში მოქმედებდა ერეკლე მეფის, ჩარხის, ციხის, სიონის, მეითარის, ბებუთას, მელიქაანთ, ეინალისა და გრილის აბანოები.

თბილისური აბანოები არა მხოლოდ ჰიგიენურ-სამკურნალო დაწესებულება იყო, არამედ ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, დასვენების, გართობისა და ნადიმობის ადგილიც.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ქისა

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები