სხალთის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სხალთის ტაძარი“ გადაიტანა გვერდზე „სხალთა (ტაძარი)“)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
[[ფაილი:SxalTis taZris panoramuli xedi.jpg|thumb|მარცხნივ|'''სხალთის ტაძარი''' პანორამული ხედი]]
 
[[ფაილი:SxalTis taZris panoramuli xedi.jpg|thumb|მარცხნივ|'''სხალთის ტაძარი''' პანორამული ხედი]]
  
დიდი დარბაზული ტიპის ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო [[არქიტექტურა|არქიტექტურისა]] და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში. გადმოცემის თანახმად მონასტრის აგება [[თამარ მეფე|თამარ მეფისა]] და აჭარის მმართველების აბუსერისძეთა სახელებთანაა დაკავშირებული. სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპისაა საკურთხევლის [[შვერილი |შვერილი]] წახნაგოვანი [[აფსიდი|აფსიდით]]. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან (გაუქმებულია) აქვს. ამჟამად ტაძარს სამივე მხრიდან აქვს მინაშენი. როგორც ჩანს, [[რესტავრაცია]]მდე მხოლოდ სამხრეთი [[ფასადი]]ს ფართო [[თაღი|თაღებით]] სამმხრივ გახსნილი კარიბჭე იყო შემორჩენილი (არსებული ფოტოების მიხედვით).  
+
დიდი დარბაზული ტიპის ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო [[არქიტექტურა|არქიტექტურისა]] და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში. გადმოცემის თანახმად მონასტრის აგება [[თამარ მეფე|თამარ მეფისა]] და აჭარის მმართველების [[აბუსერისძენი|აბუსერისძეთა]] სახელებთანაა დაკავშირებული. სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპისაა საკურთხევლის [[შვერილი |შვერილი]] წახნაგოვანი [[აფსიდი|აფსიდით]]. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან (გაუქმებულია) აქვს. ამჟამად ტაძარს სამივე მხრიდან აქვს [[მინაშენი]]. როგორც ჩანს, [[რესტავრაცია]]მდე მხოლოდ სამხრეთი [[ფასადი]]ს ფართო [[თაღი|თაღებით]] სამმხრივ გახსნილი კარიბჭე იყო შემორჩენილი (არსებული ფოტოების მიხედვით).  
  
ნაგებია თლილი ქვის კვადრებითა და რიყის ქვით. შენობის ფართო და მაღალი შიდა სივრცე ნახევარწრიული [[კამარა|კამარით]] არის გადახურული. ნაგებობის გრძივი კედლები სამსაფეხურიანი [[პილასტრი|პილასტრებითაა]] დანაწევრებული. კედლიდან მძლავრად გამოწეულ პილასტრებს კედლის თაღები და კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. თაღების ზემოთ, პილასტრების იმპოსტების დონეზე ვიწრო სარტყელია გავლებული. უკანასკნელი აფსიდზეც გადის. თაღის მალებში კარები და [[სარკმელი|სარკმლებია]] გაჭრილი. ამის გარდა, აქ მოწყობილია ფართო, ღრმა [[ნიშა (არქიტექტურა)|ნიშები]]. ტაძრის საკურთხევლის ნაწილი გამოყოფილია დამატებითი განიერი თაღით, რომელიც სქელ, მძიმე, წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. აფსიდის სამი თანაბარი სიდიდის სარკმელი მოთავსებულია ერთ დონეზე. სარკმლების ქვემოთ სამი ნიშია, რომელთაგან შუა გამოირჩევა თავისი სიდიდით. მარჯვენა ნიშის თაღის ერთი ქვა [[ჩუქურთმა|ჩუქურთმით]] არის დაფარული. [[ფაილი:SxalTis taZari samxreTi Sesasvleli.jpg|thumb|'''სხალთის ტაძარი''' სამხრეთი შესასვლელი]]
+
ნაგებია თლილი ქვის კვადრებითა და [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. შენობის ფართო და მაღალი შიდა სივრცე ნახევარწრიული [[კამარა|კამარით]] არის გადახურული. ნაგებობის გრძივი კედლები სამსაფეხურიანი [[პილასტრი|პილასტრებითაა]] დანაწევრებული. კედლიდან მძლავრად გამოწეულ პილასტრებს კედლის თაღები და კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. თაღების ზემოთ, პილასტრების იმპოსტების დონეზე ვიწრო სარტყელია გავლებული. უკანასკნელი აფსიდზეც გადის. თაღის მალებში კარები და [[სარკმელი|სარკმლებია]] გაჭრილი. ამის გარდა, აქ მოწყობილია ფართო, ღრმა [[ნიშა (არქიტექტურა)|ნიშები]]. ტაძრის საკურთხევლის ნაწილი გამოყოფილია დამატებითი განიერი თაღით, რომელიც სქელ, მძიმე, წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. აფსიდის სამი თანაბარი სიდიდის სარკმელი მოთავსებულია ერთ დონეზე. სარკმლების ქვემოთ სამი ნიშია, რომელთაგან შუა გამოირჩევა თავისი სიდიდით. მარჯვენა ნიშის თაღის ერთი ქვა [[ჩუქურთმა|ჩუქურთმით]] არის დაფარული. [[ფაილი:SxalTis taZari samxreTi Sesasvleli.jpg|thumb|'''სხალთის ტაძარი''' სამხრეთი შესასვლელი]]
 
ასეთივე მოჩუქურთმებული ქვები ჩაყოლებულია კიდევ ძეგლის კედლების სხვადასხვა ადგილას. საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის კედელში ჩატანებული ქვა, რომლის ჩუქურთმის მოტივი X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. ტაძრის გარეგანი ფორმები მასიურია და მძიმე. დარბაზული სივრცის ძირითადი მასივი დახურულია მაღალი ორქანობიანი [[სახურავი]]თ, ხოლო საკურთხევლის აფსიდი – კონუსური სახურავით.  
 
ასეთივე მოჩუქურთმებული ქვები ჩაყოლებულია კიდევ ძეგლის კედლების სხვადასხვა ადგილას. საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის კედელში ჩატანებული ქვა, რომლის ჩუქურთმის მოტივი X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. ტაძრის გარეგანი ფორმები მასიურია და მძიმე. დარბაზული სივრცის ძირითადი მასივი დახურულია მაღალი ორქანობიანი [[სახურავი]]თ, ხოლო საკურთხევლის აფსიდი – კონუსური სახურავით.  
 
[[ფაილი:SxalTis taZari sarkmlis morTuloba.jpg|thumb|მარცხნივ|'''სხალთის ტაძარი''' სარკმლის მორთულობა]]
 
[[ფაილი:SxalTis taZari sarkmlis morTuloba.jpg|thumb|მარცხნივ|'''სხალთის ტაძარი''' სარკმლის მორთულობა]]
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:ხულოს მუნიციპალიტექტის არქიტექტურული ძეგლები]]
+
[[კატეგორია:ხულოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]

მიმდინარე ცვლილება 22:42, 14 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

სხალთის ტაძარი საერთო ხედი

სხალთის ტაძარი - (ინგლ. Skhalta Cathedral) – XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, მდ. სხალთის (ხიხანის) ხეობაში, სოფელ ყინჩაურში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ტაძარი, მცირე ეკლესია, მარანი, სამარხები.

სხალთის ტაძარი პანორამული ხედი

დიდი დარბაზული ტიპის ტაძარი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში. გადმოცემის თანახმად მონასტრის აგება თამარ მეფისა და აჭარის მმართველების აბუსერისძეთა სახელებთანაა დაკავშირებული. სხალთის ტაძარი დარბაზული ტიპისაა საკურთხევლის შვერილი წახნაგოვანი აფსიდით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან (გაუქმებულია) აქვს. ამჟამად ტაძარს სამივე მხრიდან აქვს მინაშენი. როგორც ჩანს, რესტავრაციამდე მხოლოდ სამხრეთი ფასადის ფართო თაღებით სამმხრივ გახსნილი კარიბჭე იყო შემორჩენილი (არსებული ფოტოების მიხედვით).

ნაგებია თლილი ქვის კვადრებითა და რიყის ქვით. შენობის ფართო და მაღალი შიდა სივრცე ნახევარწრიული კამარით არის გადახურული. ნაგებობის გრძივი კედლები სამსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული. კედლიდან მძლავრად გამოწეულ პილასტრებს კედლის თაღები და კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. თაღების ზემოთ, პილასტრების იმპოსტების დონეზე ვიწრო სარტყელია გავლებული. უკანასკნელი აფსიდზეც გადის. თაღის მალებში კარები და სარკმლებია გაჭრილი. ამის გარდა, აქ მოწყობილია ფართო, ღრმა ნიშები. ტაძრის საკურთხევლის ნაწილი გამოყოფილია დამატებითი განიერი თაღით, რომელიც სქელ, მძიმე, წაკვეთილ პილასტრებს ეყრდნობა. აფსიდის სამი თანაბარი სიდიდის სარკმელი მოთავსებულია ერთ დონეზე. სარკმლების ქვემოთ სამი ნიშია, რომელთაგან შუა გამოირჩევა თავისი სიდიდით. მარჯვენა ნიშის თაღის ერთი ქვა ჩუქურთმით არის დაფარული.
სხალთის ტაძარი სამხრეთი შესასვლელი

ასეთივე მოჩუქურთმებული ქვები ჩაყოლებულია კიდევ ძეგლის კედლების სხვადასხვა ადგილას. საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის კედელში ჩატანებული ქვა, რომლის ჩუქურთმის მოტივი X-XI საუკუნეთა მიჯნით თარიღდება. ტაძრის გარეგანი ფორმები მასიურია და მძიმე. დარბაზული სივრცის ძირითადი მასივი დახურულია მაღალი ორქანობიანი სახურავით, ხოლო საკურთხევლის აფსიდი – კონუსური სახურავით.

სხალთის ტაძარი სარკმლის მორთულობა

ფასადების დიდი გლუვი სიბრტყეები მხოლოდ კარ–სარკმლების მოჩუქურთმებული საპირეებით არის მორთული. სარკმელთა თავზე ერთი რიგის საპირე ქვების გამოტოვებით, გავლებულია კარნიზი. ფასადს აგვირგვინებს მაღალი, კონუსისებური სახურავი. კარის მოჩარჩოება სარკმელთა საპირეებთან საერთო ხასიათისაა. ტაძარი კარიბჭითურთ მთლიანად იყო მოხატული. დღეისათვის ფრესკები ძირითადად საკურთხეველში, კამარაზე და დასავლეთ კედელზე შემორჩა. 1997 წელს ჩატარებული ფართო მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ (რესტავრატორი გ. ჭეიშვილი) წარმოჩნდა, რომ სხალთის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ–ერთი საინტერესო და თავისი დროის გამორჩეული ნიმუშია. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით ტაძრის მხატვრობა XIV-XV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მარანი, რომელიც გზის პირას, ტაძრიდან მოშორებით მდებარეობს, მართკუთხა ფორმის მოზრდილი ნაგებობაა. მისი შიდა გადახურვა კამაროვანია. აქ დღესაც ინახება ძველი საწნახელი და მიწაში ჩამარხული უზარმაზარი ქვევრები. სხალთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი მცირე ეკლესიის მახლობლად, შუა საუკუნეებშივე გაჩნდა სასაფლაო, რომელიც რამდენიმე ასეული წელი ფუნქციონირებდა. სამაროვანის სიდიდე და მრავალფეროვანება მოწმობს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეეში სხალთის მოსახლეობა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. 1981 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხთა ოთხი ძირითადი ტიპი გამოვლინდა: ორმო–სამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები, ქვის სამარხები და აკლდამა. მოსახლეობის სოციალურად დაწინაურებული ფენის ნაწილი ტაძარში და მის გარეთ, აღმოსავლეთის კედელთან იყვნენ დაკრძალული. საინტერესოა, რომ წარმართული რელიგიისათვის დამახასიათებელი სამარხეული ინვენტარის ჩაყოლების წესი აქ ქრისტიანულ საფლავებშიც შემორჩა: სასმისები, რკინის და ბრინჯაოს ჯვრები, ზანზალაკები, მონეტები და ა.შ.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად განახლებული ტაძარი მოქმედ ეკლესიათა რიგში ჩადგა და, ამჟამად, წარმოადგენს სხალთის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები