აკლდამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკლდამა - მიცვალებულთა განსასვენებელი ქვის ნაგებობა როგორც მიწისქვეშ, ასევე მიწის ზევით.
ხალხურ ქვითხუროობის პრაქტიკაში აკლდამური განსასვენებლის მნიშვნელოვანი ძეგლებია შექმნილი. აკლდამური განსასვენებლების შენებას განაპირობებდა სათანადო ტრადიცია, ეკონომიკური შესაძლებლობა და ქვითხუროობის მაღალი დონე.
ეთნოგრაფიულ ყოფაში აკლდამური განსასვენებლების საუკეთესო ნიმუშებია დაცული ქვითხუროობით განთქმულ ცენტრებში დასავლეთ საქართველოში - ჭოგნარში, ითხვისში, მანდაეთში, ჯიხაიაში და სხვაგან. უძველესი აკლდამური სამარხების საუკეთესო ნიმუშები აღმოჩენილია მცხეთაში.
ლიტერატურა
ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.