შვარცის სამკუთხედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შვარცის სამკუთხედისამკუთხედი, რომლის წვეროებს წარმოადგენენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის სიმაღლეების ფუძეები. შვარცის სამკუთხედს გააჩნია საინტერესო თვისება: მოცემულ მახვილკუთხა სამკუთხედში ჩახაზული ყველა სამკუთხედიდან შვარცის სამკუთხედს აქვს უმცირესი პერიმეტრი. შვარცის სამკუთხედს უწოდებენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის ორთოცენტრულ სამკუთხედს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები