შვარცის სამკუთხედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შვარცის სამკუთხედი – სამკუთხედი, რომლის წვეროებს წარმოადგენენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის სიმაღლეების ფუძეები. შვარცის სამკუთხედს გააჩნია საინტერესო თვისება: მოცემულ მახვილკუთხა სამკუთხედში ჩახაზული ყველა სამკუთხედიდან შვარცის სამკუთხედს აქვს უმცირესი პერიმეტრი. შვარცის სამკუთხედს უწოდებენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის ორთოცენტრულ სამკუთხედს.