ქორო (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორო – (ძვ. ბერძ. χορεῖος), ძველბერძნული სპექტაკლების აუცილებელი გუნდური მონაწილე. ძველბერძნული დრამის აღმოცენებამ რიტუალური გუნდური სიმღერებიდან, რომლებსაც ასრულებდნენ დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე, თავისთავად განაპირობა ქოროს როლი და მნიშვნელობა ძველბერძნულ თეატრში. ძველბერძნული დრამა ეფუძნებოდა სამეტყველო და ქოროს პარტიების მონაცვლეობას: ტრაგედიაშიპაროდი, სტასიმი, კომმოსი, ექსოდი. კომედიაში პარაბასა. ტრაგედიაში ქოროს (ქორევტების) პირველსაწყისი რაოდენობა უცნობია; ესქილესთან მათი რიცხვი იყო 12, სოფოკლესთან – 15, კომედიებში – 24 (გაყოფილი ორ ნახევარქოროდ). ქორევტების შერჩევა და მათთვის საფასურის გადახდა ევალებოდა ქორეგოსს. ქოროს გამოსვლების მომზადება ევალებოდა დიდასკალს (სიტყვასიტყვით ქოროს მასწავლებელი).



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები