პარაბასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაბასა – (ბერძნ. parabasis – გადახვევა), ძველბერძნულ თეატრში ქოროს პირდაპირი მიმართვა მაყურებლისადმი, პიესაში ასახულ მოქმედებასთან კავშირის გარეშე.

პარაბასას შესრულების დროს მოქმედი პირები გადიოდნენ, ქორო იხსნიდა ნიღბებს და პირით მაყურებლისკენ ერთრიგად მწკრივდებოდა. პარაბასაში პიესის ავტორი კორიფეს პირით განმარტავდა პიესის მიზანს და დანიშნულებას, განიხილავდა პოლიტიკურ საკითხებს, დასცინოდა ლიტერატურულ მოწინააღმდეგებს, მაყურებელს სთხოვდა კეთილგანწყობას წარმოდგენის მიმართ. პარაბასა იყო ერთ-ერთი უცვლელი შემადგენელი ნაწილი ძველი ატიკური კომედიის კანონიკურ სტრუქტურაში. კანონიკური იყო მისი აგებულებაც და შედგებო და ექვსი ნაწილისაგან: შესავალი სიმღერა; ანაპესტოსით (ოთხმარცვლიანი ლექსი) დაწერილი მთელი წყება პრეტენზიებისა; სტროფი ან ოდა კომენტარი; ანტოდი ან ანტისტროფი; ანტეპირემი, დადგენილი წესის მიხედვით, ერთმანეთს ენაცვლებოდა კორიფეს დეკლამაცია და ქოროს სიმღერა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები