კომმოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომმოსი – (ბერძნ. kommos – მკერდში ხელის ცემა) ქოროსა და მსახიობების ერთობლივი, სევდიანი შინაარსის პარტია ძველბერძნულ ტრაგედიაში; გარდაცვლილის დატირება, სიცოცხლესთან გამოთხოვება, პათეტიკური ჩივილი (სახელწოდება წარმოიშვა მკერდში ხელის ცემისაგან, რომელიც ახლდა მიცვალებულთან გამოთხოვებას).

კომმოსის აგება გამოირჩეოდა თავისუფლებით; იგი შეიძლება შედგენილი ყოფილიყო სტროფებისაგან – სიმეტრიული ვოკალური პარტიისაგან, შეიძლებოდა ყოფილიყო ანაპესტური მელოდეკლამაცია და ასევე მსახიობების ან კორიფეს მომცრო სალაპარაკო პარტია იამბიკურ ტრიმეტრებში. ყველაზე განვითარებული კომმოსები მოცემულია ესქილეს ტრაგედიებში (მაგ. კომმოსი ქოროს, კორიფეს და ორი სოლისტის მონაწილეობით მის „ქოეფორებში“, დიდი კომმოსები „სპარსელებში“, „აგამემნონში“). მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ პათეტიკურ კომმოსებს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები