ექსოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექსოდი – (ბერძ. exodos), ძველბერძნულ თეატრში წარმოდგენის დასკვნითი ნაწილი, რომლის დასასრულს მსახიობები და ქორო ტოვებდნენ სცენას, ექსოდში შეიძლება იყოს მსახიობთა დიალოგი ურთიერთ შორის, აგრეთვე მსახიობისა კორიფესთან (ქოროს წინამძღოლთან) და „კომოსი“ (ტრაგედიაში).