მონტეკუკოლი რაიმონდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მონტეკუკოლი რაიმონდო, მონტეკუკული (Montecuccoli, Montecucculi) (დ. 1609 – გ. 80), იტალიური წარმოშობის ავსტრიელი სამხედრო თეორეტიკოსი, ფელდმარშალი (1658).
ოცდაათწლიან ომში (1618–48) სარდლობდა კორპუსს. შვედეთთან ომის დროს (1657–58) ავსტრიის ჯარებმა მონტეკუკოლის სარდლობით რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს.
1664 წელს ოსმალეთთან ომის დროს ხელმძღვანელობდა ავსტრია-საფრანგეთ-უნგრეთის გაერთიანებულ ძალებს, დაამარცხა ოსმალები დასავლეთ უნგრეთში.
1672–76 წლებში, საფრანგეთთან ომის დროს, იყო იმპერიის ჯარების მთავარსარდალი გენერალისიმუსის ტიტულით.
მის კალამს ეკუთვნის წმინდა სამხედრო-თეორიული ნაშრომები, აგრეთვე ვრცელი მემუარები, პოლიტიკური ხასიათის სტატიები, უნგრეთის აღწერა და სხვა.