ბულგარეთი
ბულგარეთი - (Republic of Bulgaria - ბულგარეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით აკრავს შავი ზღვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუმინეთი, დასავლეთით - სერბეთი, მაკედონია, სამხრეთით - საბერძნეთი, სამხრეთ- აღმოსავლეთით - თურქეთი.
ფართობი - 110,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 7,4 მლნ. კაცი (2012), 85% ბულგარელები.
ოფიციალური ენა - ბულგარული.
დედაქალაქი - ქ. სოფია.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 მხარედ. ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.
სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა სახალხო კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა).
თანამედროვე ბულგარეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1908 წლიდან. იგი ნატოს წევრი ქვეყანაა.
ბულგარეთში განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული მეურნეობა, ტურიზმი, შავი ზღვის კურორტები საერთაშორისო მნიშვნელობისაა.
მთავარი პორტები - ბურგასი, ვარნა.
მთავარი საერთაშორისო აეროპორტი - სოფია.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 26,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 6,7 ათ. და სამხედრო-საზღვაო 3,5 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.