ჯიდის ხელშეკრულება 1927

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიდის ხელშეკრულება 1927 – (ინგლისსა და ჰიჯაზის (1932-დან საუდის არაბეთი) სახელმწიფოს შორის), დაიდო 20.V ქ. ჯიდაში და ხელი მოაწერეს ინგლისის მხრიდან გენერალმა კლეიტონმა, არაბთა მხრიდან – მეფე იბნ საუდის შვილმა, ამირა ფაისალმა. ხელშეკრულება დაიდო 7 წლით.

ხელშეკრულება წარმოადგენდა კომპრომისს იბნ საუდსა და ბრიტანეთის მთავრობას შორის, რომელსაც სურდა არაბეთის ნახევარკუნძულზე პოზიციების შენარჩუნება, იბნ საუდის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა და მისგან სერიოზულ დათმობებსაც მიაღწია. კერძოდ, იბნ საუდმა ცნო ინგლისის „განსაკუთრებული ურთიერთობები“ ქუვეითის, ბაჰრეინის, კატარისა და ომანის შეიხებთან, კისრულობდა ვალდებულებას, რომ მათთან ჰქონოდა მეგობრული ურთიერთობები, რაც ფაქტობრივად ამ სამთავროებზე ბრიტანეთის პროტექტორატის დაწესებას ნიშნავდა. ხელშეკრულება ავალდებულებდა იბნ საუდს, შეემსუბუქებინა ჰაჯი (მექასა და მედინაში სალოცავად ჩასვლა) ბრიტანეთის ქვეშევრდომი მუსლიმებისათვის, დაეცვა მათი სიცოცხლე და ქონება, ეთანამშრომლა დიდ ბრიტანეთთან მონებით ვაჭრობის აღკვეთის საქმეში. ხელშეკრულებას თან ერთოდა კლეიტონისა და იბნ საუდის წერილები ჰიჯაზ-ტრანსიორდანიის საზღვრის, ბრიტანეთის კონსულების უფლებებისა და არაბეთში იარაღის შეტანაზე ინგლისური ემბარგოს მოხსნის შესახებ. შემდეგში ინგლისი კვლავ აგრძელებდა ძირგამომთხრელ საქმიანობას – მას სურდა გაეთიშა საუდის სახელმწიფო, აღვივებდა შუღლს ჰიჯაზსა და ერაყს შორის. ხელშეკრულება გაგრძელდა 1934, 1936 და 1943.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები