ომანი
ომანი (Oman – ომანის სასულთნო), სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ომანის ყურე, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – არაბეთის ზღვა.
ფართობი - 309,5 კმ2.
მოსახლეობა - 3,9 მლნ.კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. მასკატი.
ადმინისტრაციულად იყოფა 59 ვილიეთად (პროვინცია). ომანში აბსოლუტური მონარქიაა. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია სულთანი, სათათბირო ორგანო – ომანის საბჭო (ორპალატიანი პარლამენტი). ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება.
ძირითადი საზღვაო პორტები: მასკატი, ელ-ჰაიდი.
საერთაშორისო აეროპორტი - სიბი (მასკატი).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 42,6 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 25 ათ., სამხედრო-საჰაერო 8,1 ათ., სამხედრო-საზღვაო 6,2 ათ და სულთნის გვარდია 3,3 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.