საუდის არაბეთის სამეფო
საუდის არაბეთი (Saudi Arabia – საუდის არაბეთის სამეფო), სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება სპარსეთის ყურე, სამხრეთ-დასავლეთით – წითელი ზღვა.
ფართობი – 2,24 მლნ. კმ2.
მოსახლეობა – 27,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. ელ-რიადი.
ადმინისტრაციულად იყოფა 4 პროვინციად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია მეფე, რომელსაც აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასულიერო ძალაუფლება. სათათბირო ორგანო – საკონსულტაციო საბჭო.
თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან. 1932 წელს გამეფდა აბდელ აზიზ ას-საუდი. საუდის არაბეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მოწინავე ადგილი უკავია ნავთობის მოპოვების მხრივ, ფლობს მსოფლიო მარაგის 25%-ს.
მრეწველობის წამყვანი დარგებია: ნავთობდამუშავება და ნავთობქიმია. სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას. განვითარებულია რელიგიური ტურიზმი.
მთავარი საზღვაო პორტებია: ჯიდა, ჯიზანი (დასავლეთით), რას-ტანურა, დამამი (აღმოსავლეთით).
საერთაშორისო აეროპორტებია: ელ-რიადი, ჯიდა, დაჰრანი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 233,5 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 75 ათ., სამხედრო-საჰაერო 36 ათ. და სამხედრო-საზღვაო 13,5 ათ.. მათ შორის 100 ათ. – ეროვნული გვარდია და სანაპიროს დაცვა 9 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.