ჯერადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯერადინატურალური a რიცხვის ჯერადი ეწოდება ყველა იმ რიცხვს, რომელიც a-ზე იყოფა უნაშთოდ (მაგალითად, 4-ის ჯერადებია 4, 8, 12, 16,...).

m რიცხვს, რომელიც იყოფა a, b, c,...,k რიცხვებიდან თითოეულზე, ამ რიცხვების საერთო ჯერადი ეწოდება.

ორი ან რამდენიმე რიცხვის საერთო ჯერადებიდან უმცირესს ეწოდება ამ რიცხვების უმცირესი საერთო ჯერადი.

ორის ჯერად ნატურალურ რიცხვებს ეწოდება ლუწი რიცხვი, დანარჩენებს – კენტი რიცხვები.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები