ნაშთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაშთი – რიცხვთა თეორიაში b რიცხვს ეწოდება a რიცხვის ნაშთი m მოდულით, თუ a-b იყოფა m -ზე (a,b და m > 0 მთელი რიცხვებია).

კომპლექსური ცვლადის f(z) ფუნქციის ნაშთი განსაკუთრებულ z0 წერტილში – ამ ფუნქციის ლორანის მწკრივად გაშლისას (z - z0)-1 წევრის კოეფიციენტი.

შედარებათა აღრიცხვა p მოდულით შეიქმნა XVII ს-ის მეორე ნახევარში ეილერის, ლაგრანჟის, ლეჟანდრის და გაუსის შრომების საფუძველზე. ტერმინები „ნაშთი“ და „უნაშთო“, „ხარისხოვანი ნაშთი“, „კვადრატული ნაშთი“ შემოიღო ეილერმა 1758-1759 წ-ის შრომებში. ლათინური residiua ნიშნავს „დარჩენილს“ (ნაწილს), „ნარჩენი“. კუბური ნაშთები პირველად გვხვდება გაუსის შრომებში (1808 და 1817); ფაქტობრივად მის მიერვე არის შექმნილი ბიკვადრატული ნაშთების თეორია (1813). მოცემული ფუძის ხარისხის ცნება შემოიღო გაუსმა.

კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში ნაშთის ცნება პირველად გვხვდება კოშის 1814 წლის ნაშრომში. ტერმინი მის მემუარში გვხვდება 1826 წ-ს. ნაშთთა თეორია კოშიმ შექმნა 1826 - 1829 წლების განმავლობაში.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები