ხრახნული ზედაპირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xraxnuli zedapiri.png

ხრახნული ზედაპირიზედაპირი აღწერილი იმ L წირის მიერ, რომელიც მუდმივი ω კუთხური სიჩქარით ბრუნავს 001 ღერძის ირგვლივ და იმავდროულად მუდმივი v სიჩქარით გადატანითად გადაადგილდება ამავე ღერძის გასწვრივ.

წრფის მიერ აღწერილ ხრახნულ ზედაპირს უწოდებენ ჰელიკოიდს (ბერძნ. helikos – სპირალი და eidos – სახე, სახეობა). თუ ეს წრფე 001 ღერძს მართი კუთხით კვეთს, მაშინ ჰელიკოიდს მართს უწოდებენ (იხ. ნახ.). მართი ჰულიკოიდი მინიმალური ზედაპირია, ე. ი. ისეთი ზედაპირია, რომლის საშუალო სიმრუდე ყველა წერტილში ნულის ტოლია.

მართი ჰელიკოიდის პარამეტრული ფორმის განტოლებას ასეთი სახე აქვს:

x = p cost, y = p sint, z = kt.

ნებისმიერ ხრახნულ ზედაპირს შეუძლია გადაადგილდეს თავის თავზედ; ამ თვისებას იყენებენ ტექნიკაში, მაგალითად, ჭიახრახნული გადაცემის მოწყობილობისათვის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები