ტექნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექნიკა (ბერძ. technē ხელოვნება, ოსტატობა) – ადამიანის მოღვაწეობის საშუალებების ერთობლიობა, რაც ათავისუფლებს ადამიანს ფიზიკური და გონებრივი შრომისაგან. ტექნიკა ადამიანის შემოქმედების ნაყოფია, რომელიც მასვე ეხმარება ბუნების გარდაქმნაში მის სასარგებლოდ. ტექნიკა უზარმაზარი პროგრესი განიცადა შრომის პრიმიტიული იარაღებიდან თანამედროვე ავტომატიზებულ და რობოტიზებულ სისტემებამდე. ტექნიკა განვითარებისა და ფუნდამენტური აღმოჩენების შედეგია ახალი, გაუმჯობესებული ტიპის მანქანების, მოწყობილობების, ხელსაწყოების, მასალების, ტექნოლოგიური პროცესების შექმნა და დანერგვა. ტექნიკა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ზრდის შრომის ნაყოფიერებას.

ფუნქციური დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: განათლების, ენერგეტიკულ, კავშირგაბმულობის, კვლევით, კულტურის, საავიაციო, საგზაო, სამაცივრო, სამედიცინო, სამელიორაციო, სამეცნიერო, სამშენებლო, სამხედრო, საყოფაცხოვრებო, საწარმოო, უსაფრთხოებისა და სხვა სახის ტექნიკას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები