ხელოვნური ასფალტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხელოვნური ასფალტი (ასფალტბეტონის ნარევი) – ბიტუმისა და დაქუცმაცებული მინერალური შემვსების (კირქვა, ღორღი, ქვიშა, მინერალური ფხვნილი) ნარევი. ბუნებრივი ასფალტისგან განსხვავებით, ხელოვნური ასფალტი შეიცავს პარაფინისა და ნავთობის ზეთებს.
განასხვავებენ ცხელ, თბილ და ცივ ხელოვნურ ასფალტს. ცხელი შეიცავს ბლანტ ბიტუმს, რომლის ჩაწყობა და შემკვრივება ხდება 120°C-ზე მეტ ტემპერატურაზე; თბილი – მცირედ ბლანტი ბიტუმითა და შემკვრივების ტემპერატურით 40-80°C; ცივი – თხევადი ბიტუმით, რომლის შემკვრივება ხდება –30°C-მდე ტემპერატურაზე. ხელოვნური ასფალტი გამოიყენება იატაკების, მოედნების, ტროტუარების, გზების, აეროდრომებისა და სხვ. მოსაწყობად.