ღორღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღორღი

ღორღი − არაორგანული, მარცვლოვანი, ფხვიერი მასალა მარცვლების (ნატეხების) ზომით 3-70 მმ (ევროპული სტანდარტების მიხედვით), რომელიც მიიღება მთის ქანების (გრანიტი, დიაბაზი, ქვიშაქვა, კირქვა, დოლომიტი) ან არაკონდიცირებული ნარჩენების (აგურის ლეწი, ნაყარი წიდა, აგლოპორითი, პერლიტი) მექანიკური მსხვრევით ყბებიან ან სხვა ტიპის ქვასამსხვრევებში.

ხრეშისაგან განსხვავებით მას აქვს მახვილწახნაგოვანი ფორმა და უსწორმასწორო ზედაპირი, რის გამოც კარგად ეჭიდება შემკვრელ მასალებს. არასტანდარტული ღორღის მარცვლების მაქსიმალური ზომა შეიძლება იყოს 150 მმ-მდე. ღორღი გამოიყენება ბეტონის ნარევის შემვსებად (ფრაქცია 3-8 და 5-20 მმ), რკინიგზის ბალასტად (ფრაქცია 25-60 მმ), გზის საფრად (ფრაქცია 25-60 და 40-70 მმ), საძირკვლის ფუძედ (ფრაქცია 20-40 მმ), ჰიდროტექნიკურ მშენებლობაში (ფრაქცია 3-150 მმ) და სხვ. სამშენებლო საქმეში ყველაზე მეტად გამოიყენება გრანიტისა და კირქვის ღორღი მას სიმტკიცეზე, მარცვლოვან შედგენილობაზე, სისხოსა და სხვა თვისებაზე წაეყენება იგივე მოთხოვნები, როგორც ხრეშს.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები