ქვასამსხვრევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვასამსხვრევი

ქვასამსხვრევი – დანადგარი, რომელშიც ხდება ინერტული საშენი მასალის (ხრეში, რიყის ქვა, ლოდები, კლდის ნატეხები და სხვ.) დამსხვრევა. მოქმედების პრინციპის მიხედვით არის შემდეგი სახის: ყბებიანი (ყბის მარტივი და რთულ ქანაობით), კონუსური, ლილვაკებიანი, დარტყმითი მოქმედების, რბიები და დეზინდეგრატორები.

ყბებიან ქვასამსხვრევში მასალის მსხვრევა მიმდინარეობს ორ, მოძრავ და უძრავ ყბას შორის დაწნევის, გაპობისა და ნაწილობრივ გახეხვის ზემოქმედებით;
კონუსურ სამსხვრევებში – ორ კონუსურ ზედაპირს შორის, რომელთაგან ერთი მოძრაობს ექსცენტრიულად მეორის მიმართ და ახდენს მასალის უწყვეტად მსხვრევას ღუნვითა და გახეხვით;
ლილვაკებიან სამსხვრევებში მასალა ისრისება ორ, ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით მბრუნავ ლილვაკს შორის დაწნევითა და გახეხვით;
დარტყმითი მოქმედების სამსხვრევები არის ჩაქუჩებიანი და როტორული, რომლებშიც მასალის მსხვრევა ხდება სახსრულად დამაგრებული ჩაქუჩების ან როტორზე ხისტად დამაგრებული საცემების დარტყმით; რბიებს იყენებენ წვრილი მსხვრევისა 3-8 მმ და უხეში დაფქვისათვის 0,2-0,5 მმ.

ქვასამსხვრევი მანქანების მუშაობა ხასიათდება ხმაურით, ვიბრაციითა და მტვერწარმოქმნით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები