ძულიაშვილი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არჩილ ძულიაშვილი

არჩილ ძულიაშვილი – (Archil Duliashvili), ქართველი დიპლომატი, 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. ამავდროულად არარეზიდენტი ელჩი სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ტუნისის რესპუბლიკასა და ლიბიის სახელმწიფოში, აფრიკის კავშირში (2012-2013) და არაბული ქვეყნების ლიგაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, 2016 წლიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში. ამავდროულად არარეზიდენტი ელჩი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შრი ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ტაილანდის სამეფოსა და მალდივის რესპუბლიკაში, გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (UNESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

დაიბადა: 28 აგვისტო, 1970 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1989-1995 – სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე;
1992-1994 – სწავლობდა სირიის ქალაქ დამასკოს არაბული ენის ინსტიტუტში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული ეგვიპტის, ავსტრიის, იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიების მიერ ორგანიზებულ პროფესიული სწავლების პროგრამებში.

სამუშაო გამოცდილება:
1995-დან – დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველოს ატაშეს თანამდებობაზე;
1998-1999 – ამავე დეპარტამენტის პირველი მდივანი;
1999-2000 – ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და შემდგომში სამმართველოს უფროსი;
2000-2003 – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2003-2006 – ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული;
2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდგომში გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2006 – საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ქუვეითის სახელმწიფოში;
2007-2010 – ამავე საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2016 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2020-დან – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში.

ფლობს: ინგლისურ, არაბულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები