ბანგლადეში
ბანგლადეში (ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა) – სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. სამხრეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე ბენგალიის სრუტით.
ფართობი: 143,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა: 156 მლნ. კაცი (2012), დასახლებულია ძირითადად ბანგლადეშელებით.
ოფიციალური ენა: ბენგალური და ინგლისური.
დედაქალაქი: ქ. დაკა. ადმინისტრაციული
ადმინისტრაციულად იყოფა 4 ოლქად. ბანგლადეში უნიტარული რესპუბლიკაა, შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლებაა ერთპალატიანი ეროვნული კრება, აღმასრულებელი ხელისუფლება - პრეზიდენტი და მთავრობა.
დამოუკიდებლობა აღიარეს 1971 წლის 26 მარტს. ბანგლადეში აგრარული, ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ჩიტაგონგი, მონგლა.
საერთაშორისო აეროპორტებია: დაკა, ჩიტაგონგი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 157 ათ. კაცი (2012). შედგება სახმელეთო ჯარებისგან 126 ათ., სამხედრო-საჰაერო – 14 ათასი და სამხედრო-საზღვაო ძალებისაგან – 17 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.