ნეპალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეპალი - (Nepal – ნეპალის სამეფო) სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთების ცენტრალურ ნაწილში.
ფართობი - 140,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 29,8 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა - ნეპალური.
დედაქალაქი - ქ.კატმანდუ.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 ზონად. სახელმწიფო წყობა – კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მეფეს და ორპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – მეფეს და მთავრობას. ნეპალი აგრარული, ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი ქვეყანაა.
საერთაშორისო აეროპორტი - კატმანდუ.
შეიარაღებული ძალები წარმოდგენილოა სახმელეთო ჯარებით - 95,7 ათ. კაცი (2012), რომელშის შედის სამხედრო-საჰაერო ფორმირებები. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.