ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ინგლისური centreal treaty organization - CENTO) - ე.წ. ბაღდადის პაქტი, სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ახლო და შუა აღმოსავლეთში.

შეიქმნა 1955 წელს დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით. დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ერაყის, ირანისა და პაკისტანის შემადგენლობით. 1958 წელს კავშირიდან ერაყის გასვლამდე ეწოდებოდა ბაღდადის პაქტი. აშშ არ შევიდა ბლოკში და დასჯერდა მეთვალყურის სტატუსს, მაგრამ ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა მის მუშაობას. სენტოს მთავარი ორგანოები იყო მუდმივი მინისტრთა საბჭო, სამდივნო და 4 კომიტეტი (სამხედრო, “ძირგამომთხრელი საქმიანობის” წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკის და კავშირგაბმულობის). ჰქონდა სამხედრო დაგეგმვის გაერთიანებული შტაბი, მთელი რიგი ქვეკომიტეტები და ტექნიკური ჯგუფები. რეგულარულად ეწყობოდა შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნები და მანევრები. ბლოკის შიგნით არსებულმა, აგრეთვე მის დასავლელ და აღმოსავლელ პარტნიორებს შორის წამოჭრილმა წინააღმდეგობებმა 1979 წელს გამოიწვიეს სენტოს დაშლა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები