სამხედრო-პოლიტიკური კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – ორი ან მეტი სახელმწიფოს გაერთიანება სამხედრო საშუალებებით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიძლება ჰქონდეს დამპყრობლური, დამსჯელი, აგრესიული ან/და თავდაცვითი, გამათავისუფლებელი, სამშვიდობო ხასიათი.

სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის კონკრეტული მიზნები შეიძლება იყოს კოლექტიური დაცვა, მშვიდობისმყოფლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი ანტისამთავრობო მოძრაობების ჩახშობა, რეგიონული ან გლობალური ლიდერობა და სხვა.

სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის ინიციატორად და წარმმართველ ძალად გამოდიან ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ რეგიონში ან გლობალურ სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში. სხვა სახელმწიფოების მონაწილეობას განაპირობებს იდეოლოგიური სოლიდარობა, ეთნიკური ან კონფესიონალური (სარწმუნეობრივი) სიახლოვე, გეოპოლიტიკური ინტერესების ერთიანობა, ეკონომიკური დამოკიდებულება და სხვა. მიზნების, საერთაშორისო სამართლის დემოკრატიული ნორმებისადმი შესაბამისობის მიხედვით სამხედრო-პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს ღია, ნახევრად ღია და ფარული.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები