ცელულოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი
წარწერის ტექსტი

ცელულოზა − (ახ. ლათ. cellulāris < cellul(a) პატარა ოთახი და -āris ბოლოსართი), მერქნის ნაფოტების ხარშვით მიღებული, გრძელი ძაფისებრი, თეთრი, მაგარი, მდგრადი ნივთიერება, რომელიც არ იშლება 200°C ტემპერატურამდე, მაგრამ შედის წვადი მასალების ჯგუფში. ქიმიური ფორმულა (С6Н10О5)n, აალების ტემპერატურა – 275°C, თვითაალების – 420°C. არ იხსნება წყალსა და სუსტ მჟავებში.

ტექნიკური ცელულოზის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ლიგნინი და ჰემიცელულოზა (სხვადასხვა ნახშირწყალბადის ერთიანობა). ცელულოზისგან იღებენ: ხელოვნურ ბოჭკოს, ბამბას, ქაღალდს, პლასტმასს, კინო- და ფოტოფირებს, ლაქებს, უკვამლო დენთსა და სხვ.ცელულოზის წარმოებისათვის ძირითადად გამოიყენება ფისნაკლული წიწვოვანი ჯიშის მერქანი (ნაძვი, სოჭი), თუმცა დღეისათვის მუშავდება ტექნოლოგიები (მაგ., სულფატური), რომელიც საშუალებას იძლევა მივიღოთ ცელულოზა ნებისმიერი მცენარეული ნედლეულისაგან.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები