ჩვეულებრივი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი იარაღიიარაღის ტრადიციული სახეობები, რომელთა საბრძოლო გამოყენებას არ მოსდევს უშუალოდ მასობრივი დანაკარგები და ნგრევა. ტერმინი წარმოიშვა XX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ზოგიერთი არმია აღიჭურვა ბირთვული იარაღით და ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ტერმინი „მასობრივი დაზიანების იარაღი“.

ჩვეულებრივი იარაღს განეკუთვნება: ცეცხლსასროლი, რეაქტიული, სარაკეტო, ბომბდამშენი, სატორპედო და ცეცხლგამჩენი იარაღი, საინჟინრო და საზღვაო ნაღმები და იარაღის სხვა სახეობები. მათი დაზიანების საშუალებები აღჭურვილია ბრიზანტული ასაფეთქებელი ან აალებადი ნივთიერებებით, ან არ გააჩნიათ აღჭურვა (ერთიანი ჯავშანგამტანი ჭურვები, ჩვეულებრივი ტყვიები).

ჩვეულებრივი იარაღს განეკუთვნება, აგრეთვე, სატყორცნი და ცივი იარაღი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები