ჩასმა (მათემატიკა)
ჩასმა – 1. n (nϵN) ელემენტიანი სიმრავლის ურთიერთცალსახა ასახვა თავის თავზე.
2. ინტეგრალურ აღრიცხვაში ტერმინი „ჩასმა“ ნიშნავს ცვლადის შეცვლას ინტეგრალქვეშა ფუნქციაში.
3. წესი, რომლის მიხედვითაც მოცემული სასრული სიმრავლის ყოველ a ელემენტთან თანადობაშია ამავე სიმრავლის φ(a) ელემენტი ისე, რომ განსხვავებული a და b ელემენტებს შეესაბამება განსხვავებული φ(a) და φ(b) ელემენტები. ჩასმა აღინიშნება ასე:
სადაც მოცემული სიმრავლის თითოეული ელემენტის ქვეშ ჩაწერილია მისი შესაბამისი ელემენტი.
თუ სიმრავლის ელემენტებს გადავნომრავთ 1, 2, . . . ,n ნატურალური რიცხვებით, მაშინ ჩასმა შეიძლება ასე ჩაიწეროს ასე:
სადაც φ1 φ2,. . ., φn არის 1, 2, . . ., n რიცხვები, მაგრამ სხვა მიმდევრობით ჩაწერილი. მაშასადამე, ჩასმის მეორე სტრიქონი 1, 2, ..., n ელემენტების φ1 φ2,…,φn გადანაცვლებაა, ამიტომ n ელემენტებისაგან მიღებული ჩასმათა რიცხვია n! = 1, 2,...,n.
ჩასმას, რომელიც ყოველ ელემენტს თავისივე ადგილზე ტოვებს, ეწოდება ერთეული, ანუ იგივეობრივი ჩასმა.