იგივეობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგივეობა – ერთი ან რამდენიმე ცვლადის შემცველი ორი გამოსახულების ტოლობა, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეები ღებულობენ ტოლ მნიშვნელობებს რაიმე სიმრავლეზე. იგივეობის ცნება ხშირად გამოიყენება განტოლების ან უტოლობის ამოხსნისას. იგივური ტოლობის მაგალითებია: (a+b)2 = a2 +2ab +b2;

Igiveoba005.png = a+1, a≠1; log⁡ xy = log⁡ x + log⁡ y.

იგივეობას განსაზღვრავენ ლოგიკური ცნებებით, სახელდობრ: a და b საგანი ერთმანეთის იგივეობრივია მხოლოდ მაშინ, როდესაც a-ს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც აქვს b-ს, და b-ს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც აქვს a-ს (ლაიბნიცის კანონი).

იგივეობის ნიშანი „≡“ პირველად გამოიყენა რიმანმა თავის სტატიაში 1857 წ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები